მეცხრე

217 22 0
                                    

- ევ, არაფერი შეემთხვევა, ხომ ასეა? ნერვულად დავდიოდი კარვის წინ და ხელებს ერთმანეთში ვხლართავდი.

- დამშვიდდი, ჩემს ძმას არაფერი მოუვა. ეველინი მშვიდად იჯდა კარვის წინ და სახეზე ნერვიულობის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ნუთუ არ ნერვიულობდა მისი ძმის გამო?

- ვერ დავმშვიდდები ეველინ, სანამ ზეინი შინ საღსალამათი არ დაბრუნდება, ვერ დავმშვიდდები! ეველინს გავხედე, ტუჩის კუთხე ჩაეტეხა და ღიმილით მომშტერებოდა. შევჩერდი და გაკვირვებული მზერა ვესროლე.

- ასე რატომ მიყურებ? თვალები ოდნავ მოვჭუტე და მივუახლოვდი, ეველინიც მაშინვე წამოდგა ფეხზე და თავი მხარზე ჩამომადო.

- ლიდია, ჩემო საყვარელო.. თვალები დახუჭა და კიდევ უფრო ღრმად ჩაიღიმა. - ჩემი ძმა მოგწონს?

- რ..რა?! გამოვშორდი და თვალებ გაფართოებულმა გავხედე. მთლიანად ავხურდი და ტანშიც მწველმა შეგრძნებამ დამიარა, ამაზე არასდროს მიფიქრია, ახლა კი მისმა შეკითხვამ საშინლად ამირია გონება. - ეველინ, ეს საიდან მოიტანე?! ახლა გაკვირვება სიცილში გადამეზარდა, ნერვულ სიცილში.. ვერც კი ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, ყველაფერი ერთმანეთში ამრეოდა და საკუთარ თავში კითხვაზე პასუხს ვეძებდი. მომწონდა თუ არა ზეინი?

- გგონია, ვერ ვამჩნევ? ისევ მომიახლოვდა. - მართალია, ჩემი ძმა თავს არიდებს ამას, თუმცა ფაქტია, რომ მოსწონხარ.

- ეველინ, შეწყვიტე გთხოვ! აფორიაქებული გამოვეცალე და კარავში შევედი. ზეინი.. წაბლისფერი თვალები, რომლებიც სულ ბზინავდა, ხშირი წამწამები, ღიმილი, რომელიც შინაგანად ყველანაირი ემოციით მავსებდა.. არც კი ვიცი რა მეთქვა, აქამდე არავინ მყავრებია, არავისზე მინერვიულია ასე, არავის ავუფორიაქებივარ უბრალო გაღიმებით, თუმცა ზეინი..
რაც არუნდა მომხდარიყო, ზეინს ამას ვერ ვეტყოდი, ვერ ვეტყოდი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული და არც ის ვიცოდი, ის რას გრძნობდა ჩემს მიმართ. კარავში კუთვნილ ადგილას წამოვწექი, ვეცადე ზეინის არ ყოფნისგან გამოწვეული ნერვიულობით გაჟღენთილი დრო ძილში გამეფლანგა, თუმცა ვერ შევძელი. ჯერ კიდევ ზეინის მასური მეცვა და საკმაოდ კარგად ვგრძნობდი პიტნის სურნელს. რადგანაც ძილი არ მეკარებოდა, ისევ დავტოვე კარავი და საახალწლოდ მორთული ნაძვის ხისაკენ ავიღე გეზი. მალევე მივუახლოვდი, ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს, რომელზეც უამრავი თეთრი მტრედი ეკიდა, ის დღე გამახსენდა, როდესაც ზეინმა მტრედის დაკიდვა მთხოვა, შემდეგ გამახსენდა, თუ როგორ ვცეკვავდით სხვა წყვილებთან ერთად. მისი შეხება წელზე, ახლაც კი მახსოვს, მახსოვს, წამით როგორ მიმაჯაჭვა ადგილს და მთლიანად შემბოჭა. უკვე გვიანი იყო, ამიტომაც ყველას ეძინა ბანაკში. ვივიენს, იმის შემდეგ აღარაფერი უთქვამს და ამის გამო მადლობელიც კი ვიყავი. იქვე, ხის მორზე ჩამოვჯექი და ცას ავხედე.

***
როგორც ჩანს ჩამძინებია, თვალები ოდნავ გავახილე, მაშინვე ვიგრძენი გარრთ მყოფი სიცივე და კარავში შევედი, იქვე საწოლზე გადაფარებული პლედი მოვიცვი და ისევე გარეთ დავბრუნდი, ზეინი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. ბანაკის შემოსასვლელისაკენ გავტრიალდი, როდესაც ნაცნობი სილუეტი დავლანდე.

- ზეინ?! ზეინი მძიმედ მოაბიჯებდა, თავჩახრილი. - ზეინ! წამოვიძახე და მისკენ გავიქეცი. განადგურებული ჩანდა და მივხვდი, რომ რაღაც ცუდი შეემთხვა. ხელები სახეზე შევახე. წვერმა კანი ოდნავ დამიჩხვლიტა, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. სახე მთლიანად გაყინული ჰქონდა. თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. ჩასწითლებოდა.

- ზეინ, რა მოხდა?! ხმა გამეცი. შევევედრე, თუმცა არაფერი მიპასუხა. უეცრად ჩემი ხელები სახიდან მოიშორა, მისი ასეთი საქციელი გულზე მომხვდა და მზერა ავარიდე. თუმცა, მაშინვე ვიგრძენი მისი ცივი ხელები წელზე და მთლიანად ავხურდი. თმებზე მისი სუნთქვა მეცემოდა და ეს უფრო მეტად მაფორიაქებდა. მისი პიტნის სურნელიც კი შევიგრძენი, სურნელი, რომელიც თავს მაკარგვინებდა. თვალები გამიფართოვდა, თუმცა საპასუხოდ ჩემი ხელები მის წელს შემოვხვიე და თავი მკერდზე მივადე. ცოტახანში მხარზე სისვრლე ვიგრძენი, ტიროდა, პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში ზეინთან ერთად.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя