მეორე

387 30 1
                                    

თეთრ ოთახში შეგვაგდეს და კარი ხმაურით გამოკეტეს.

- ახლა კიდევ ერთი ღამის გატარება მომიწევს აქ. ამოიოხრა და ერთ-ერთ კუთხეში ჩამოჯდა. ოთახს თვალი მოვავლე და სიარული დავიწყე. თითოეულ კუთხეს ხელს ვაყოლებდი და ყველანაირად ვცდილობდი მოწოლილი ემოციები დამეფარა.

- აი თურმე სად გაატარეს დედამ და მამამ მათი სიცოცხლის ბოლო ღამე. ჩუმად, ზიზღით ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე.

- რამე თქვი?  თითქოს ჩვევად მქონდა, რომ მისთვის პასუხი არ დამებრუნებინა, უცნობი ახლაც უპასუხოდ დავტოვე.

- ჰეი, კარგად ხარ? ნაბიჯების ხმაზე მივხვდი, რომ მიახლოვდებოდა. თვალები გავახილე და ხელი კედელს ჩამოვაშორე.

- კი. მივუგე და იქით წავედი, სადაც რამოდენიმე წუთის წინ ის იჯდა. ცოტახანში ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი და ხელები მუხლებზე შემოიწყო. ჩუმად ვისხედით, თითქოს ერთმანეთს ველოდით როდის წამოიწყებდა დიალოგს ერთ-ერთი და ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს გაფანტავდა. საბოლოოდ ეს მე მხვდა წილად.

- რა გქვია? ოთახში ჩემი ხმა ექოდ გაისმა.

- ეველინი, შენ? ისე მიპასუხა, რომ მუხლებში ჩარგული თავი არ ამოუწევია.

- ლიდია. თავი კედელს მივაყრდენი და ჭერს ავხედე. - ოჯახი გყავს ეველინ?

- მხოლოდ ძმა, თუმცა ისიც კი არ ვიცი სად არის. ამოიოხრა. - შენ.. შენ გყავს ოჯახი?

- არა. მოკლედ ვუპასუხე. - დედაჩემის სიკვდილის მიზეზი მისი თმა გახდა. მამა კი იმის გამო მოკლეს, რომ დედა შეიფარა. ჩავიცინე, თუმცა ეს სიცილი ზიზღს უფრო გამოხატავდა, ვიდრე სხვა რამეს. ჩამოგორებული ცრემლი მკლავით შევიმშრალე და ფეხზე წამოვდექი.

- დედაჩემიც.. ლაპარაკს იწყებდა, რა დროსაც კარი შემოიხსნა და ოთახში ერთ-ერთი ლურჯხალათიანი შემოვიდა.

- საჭმელი მოგიტანეთ. ბოხი ხმა გაისმა და მეც გაკვირვებულმა ავხედე.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя