მეთერთმეტე

215 22 3
                                    

ყველანი ერთმანეთში ვირეოდით და ვცდილობდით ახალი წლისთვის ყველაფერი მოგვესწრო.

სადღესასწაულო სუფრა ღია ცის ქვეშ იყო გაშლილი, მთვარის შუქით განათებულ ბანაკის ცენტრში კარვების ჩაყოლებაზე იდგა გრძელი მაგიდა და ხალხიც მის გარშემო ფუსფუსებდა.

ლუისა და ჰარის მიერ მოტანილი პროდუქტებით უამრავი საკვები მოვამზადეთ და სადღესასწაულო სუფრაც მალევე შევავსეთ გემრიელობებით.
როდესაც მზადებას მოვრჩით, ყველანი მაგიდას შემოვუსხედით.

მე და ზეინი გვერდიგვერდ ვიჯექით, რაც უხერხულ სიტუაციაში მაგდებდა. ამის მიუხედავად, როგორმე უნდა შევგუებოდი სიტუაციას და მშვიდად ვმჯდარიყავი.

თორმეტი საათის დადგომას ველოდით და მანამ კიდევ ერთხელ ვიხსენებდით სასიამოვნო მომენტებს. მიუხედავად სიცივისა, მაინც ლუის მიერ მოტანილი კაბა მეცვა.

უეცრად ფეხზე ცივი ხელის შეხება ვიგრძენი და ოდნავ შევხტი. ზეინს გავხედე და თვალები დავუბრიალე. ხელი ოდნავ მომისვა ფეხზე, და მაშინვე დამაყარა ტაომ. თვალები გამიფართოვდა და ზეინის ხელს ჩემი შევახე მოსაშორებლად.

მაშინ ზეინმა ჩემი ხელი მისასი მოიქცია და გაიღიმა, თუმცა მალევე დასერიოზულდა. გული ამიჩქარდა და ჟრუანტელმა დამიარა, თუმცა მაინც სწრაფად გამოვტაცე ზეინს ხელი და ცოტახნით მაგიდას გამოვშორდი სუნთქვის დასარეგულირებლად.

- ლიდია. აჟიტირებული ეველინი მომიახლოვდა და ხელები მკლავებზე ჩამჭიდა.

- ეველინ, რამე მოხდა? ვკითხე, გული ჯერ კიდევ სწრაფად მიცემდა.

- შენსა და ზეინს შორის რამე ხდება? ყურებამდე იღიმოდა და თვალებში ჩამშტერებოდა, თითქოს სწორ პასუხს იქ ამოიკითხავდაო.

- ეველინ, მორჩი! თვალები ავატრიალე და სახე გვერდით გავატრიალე, რათა ჩემი აწითლებული ლოყები არ შეემჩნია.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя