კარავში მხოლოდ მე და ლორენი დავრჩით. ლორენმა ფეხიდან სახვევი მომხსნა, შემდეგ კი ჭრილობას დაკვირვება დაუწყო.
- ჭრილობა არც ისე ღრმაა, დაგიმუშავებ და დიდი ალბათობით ორ დღეში გაგივლის. ყუთებს გადახედა და ერთ-ერთი წინ დაიდგა, შემდეგ კი შიგნიდან საჭირო ნივთები გადმოიღო.
- ზეინი როგორ გაიცანი? მკითხა უეცრად.
- გრძელი ამბავია.. ვუპასუხე და ნატკენ ფეხს დავხედე.
- კარგი.. თუმცა შემიძლია მოგისმინო თუ კი მოყოლის წინააღმდეგი არ ხარ.
- კარგი, მოგიყვები.. ვუპასუხე დაფიქრების შედეგად. - ყველაფერი ასე დაიწყო.. მე ვყვებოდი, ის კი ჭრილობას მიმუშავებდა და მომენტებში ჩემს მონაყოლს კომენტარსაც კი უკეთებდა.
- ეველინი ყოველთვის ასეთი იყო. წამოიწყო საუბარი მას შემდეგ რაც თხრობა დავასრულე. - არ შეეძლო ერთი დღე ისე არ გაეტარებინა, რომ ხიფათს არ გადაყროდა გზად. ჩაიცინა და ყუთიც გადადო. - ეს სახვევი არ გამოგვადგება. ნაჭერი გვერდით დადო და ფეხი ახალი, სუფთა ნაჭრით შემიხვია. - სიარულს შეძლებ, თუმცა ოდნავ გეტკინება.
- გმადლობ. ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და გავუღიმე. თუმცა ღიმილი სახის დამანჭვამ შეცვალა, რადგან წამოდგომისას ტკივილმა შემახსენა თავი.
- არ არის საჭირო. ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე და ამაში მხოლოდ იმ შემთხვევებს არ ვგულისმობ როცა რაიმე გეტკინება. შეგიძლია უბრალოდ შემოიარო, ცოტას ვიჭორავებთ, ყავას დავლევთ.. კარგი ადამიანი ჩანხარ, ამიტომ ცუდი არ იქნება თუ კი დაგიახლოვდები. გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ლიდია..
- ჩემთვისაც სასიამოვნოა ლორენ. ხელი ჩამოვართვი, ცოტახნის შემდეგ კი კარავი დავტოვე. ზეინი და ნაილი იქვე ჩამომჯდარიყვნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, როდესაც დამინახეს მაშინვე ჩემსკენ წამოვიდნენ.
ВЫ ЧИТАЕТЕ
დაუმორჩილებელი (დასრულებული)
Fanfictionნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის...