'ეველინი'
- ნაილ, ხუმრობ არა? ჩავიცინე და მხარზე მსუბუქად მივარტყი ხელი.
- ხომ იცი, რომ ასეთ თემებზე ხუმრობა არ მიყვარს? მხარზე დადებული ხელი მოიშორა და თვალები აატრიალა. ბრაზი მომაწვა და წარბშეკრულმა გავხედე.
- და რა, გინდა დაგიჯერო, რომ ლიამი ჯაშუშია? კიდევ ერთხელ ჩავიცინე, თუმცა ნერვულად.
- უნდა დამიჯერო, ის იქ მუშაობს ეველინ, თანდათან მათი გავლენის ქვეშ ექცევა, ამას როგორ ვერ ხვდები. ნაილმა თავი გააქნია და სიცივისგან გაყინული ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო.
- კარგი, თუმცა მიზეზი მაინტერესებს, რის გამოც მას ჯაშუშად თვლი. ვუთხარი და გამარჯვებულის მზერით გავხედე.
- ლუის დაუნახავს, როდესაც მოდიოდა. თქვენზე იკითხა, შენზე, ლიდიასა და ზეინზე. აინტერესებდა თუ სად იყავით და აპირებდით თუ არა ახლო მომავალში ტერიტორიის შეცვლას.
- და? სულ ეს არის? ცალი წარბი ავწიე და ისე გავხედე ნაილს.
- კარგი. ამოიოხრა. - რაიმის ახსნას აზრი არ აქვს, ღამე მშვიდობის. ნაილი ფეხზე წამოდგა.
- ნაილ, მოიცადე! ნაილ! სიტყვის უთქმელად შევიდა კარავში.
კარავთან ჩამოვჯექი და ხელები ფეხეზე შემოვიხვიე.
ნაილის ნათქვამზე ჩავფიქრებულიყავი, რა დროსაც მკლავზე შეხება ვიგრძენი.
- შეიძლება ჩამოვჯდე? იკითხა ლიდიამ და ოდნავ გამიღიმა.
- დაჯექი. ხელით ვანიშნე და პლედი მასაც გადავუნაწილე.
- გმადლობ. მანაც მაშინვე მოიხვია და ცას ახედა.
- შენ და ნაილმა რაიმეზე იჩხუბეთ? დაგინახეთ, როდესაც კარვიდან გამოვდიოდი. მკითხა და მხრები აიჩეჩა.
- არა. სწრაფად მივუგე და ტუჩი შიგნიდან მოვიკვნიტე, ტყუილის გამო.
- დარწმუნებული ხარ?
- კი. თავი დავუქნიე და მზერა ავარიდე.
ВЫ ЧИТАЕТЕ
დაუმორჩილებელი (დასრულებული)
Fanficნეპედი - მივიწყებული სოფელი, რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით ქალაქებშია დასახლებული. თუმცა, ადრე ამ სოფელშიც იყო სიცოცხლის ნიშან-წყალი, თუ კი შეგვეძლო ასე გვეწოდებინა. აქ ერთი კანონი იყო: გკლავდნენ, თუ კი იყავი წითური, რადგან თვლიდნენ, რომ შენი თმის...