მეთექვსმეტე

174 18 2
                                    

საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ყველაზე დიდი ტკივილია ადამიანისათვის.

ამ დროს გინდა, რომ თვალები დახუჭო და სუნთქვა შეწყვიტო, თუნდაც რამოდენიმე წუთითაც კი.

თუმცა ზოგჯერ, რაღაც გაკავებს, გაკავებს და გეუბნება, რომ ცხოვრება უნდა გააგრძელო.

ბენისთვის ეს 'რაღაც' მისი ქალიშვილი იყო.

ქალიშვილი, რომელიც ახლა მშვიდად ფშვინავდა კარავში.

გოგონა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ გაღვიძებისთანავე დედიკოს პატარა ხელებს შემოხვევდა და მთელი გულით გაუღიმებდა.

ლინს ბოლო ამოსუნთქვამდე ბენი გვერდით ეჯდა და შეუძლებელს აკეთებდა, რათა მისი ყურადღება თუნდაც წამით მაინც დაემსახურებინა.

მაშინაც, როდესაც ლინმა საბოლოოდ ამოისუნთქა, ბენი არ შორდებოდა, არც ყვიროდა, არც ტიროდა. მხოლოდ ცარიელ, ცივ სხეულს შეჰყურებდა.

საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში.

მინდოდა მეყვირა, თუმცა არ შემეძლო. ზეინს მკლავზე ვეჭიდებოდი და გრძნობების დაფარვას ვცდილობდი.

ჰარი და ზეინი ბენს მიუახლოვდნენ, რათა ლინისაგან გამოეშორებინათ.

ბენმა უხეშად აიქნია ხელი და ზეინის გამოწვდილი ხელი წამში უკუაგდო.

- ჯერ არა. მხოლოდ ეს წარმოთქვა. ხმა ჩახლეჩვოდა. მკვდარ სხეულს ბაგეები შეახო და სახე დაუკოცნა. ცივი სხეული ხელებში მოექცია და კოცნით ავსებდა.

***
გათენდა.

ახალი დღე გათენდა, ლინის გარეშე.

არემარე თოვლს უფრო მეტად დაეფარა და ჯერ კიდევ არ აპირებდა შეწყვეტას.

თვალში ახალ გამოღვიძებული ეშლინი მომხვდა და ცრემლი ჩამომიგორდა.

- დილამშვიდობის. წვრილი, ბავშვური ხმით მომიგო და ჩემსკენ წამოვიდა.

- დი..დილამშვიდობის პრინცესავ. აკანკალებული ხმით მივუგე და აჩეჩილ თმაზე ხელი გადავატარე.

დაუმორჩილებელი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя