*"კარგად იქნები?შემიძლია დასვენების დღე ავიღო". თქვა ჯეიმ,როცა ლუის საწოლის პირას იჯდა ოთხშაბათ დილას,სანამ გოგონებს სკოლაში წაიყვანდა.
"კარგად ვიქნები დედა, დიდი ბიჭი ვარ"
"ვიცი,მაგრამ შენ ჩემთვის ყოველთვის ჩემი პატარა ბუ ბეარი იქნები".
"დედა,ჩვენ შევთანხმდით რომ ამ სახელს აღარ დამიძახებდი".
"მაპატიე,საყვარელო. დამირეკე თუ რამე დაგჭირდა, კარგი?სადილის შესვენებაზე,დაახლოებით 12-ზე დავრეკავ,ჰარი დაახლოებით 2:30 იქნება აქ. ვიცი რომ მორცხვი ხარ მაგრამ დაელაპარაკე მას,არ გატკენს".
" ველაპარაკე ორშაბათს ღამით მას შემდეგ რაც ფილმის ნახევარ ეპიზოდს ვუყურე".
"კარგი,საყვარელო.მე ალბათ უნდა წავიდე" გაიცინა ჯეიმ.
"საღამოს გნახავ"
დედამისმა შუბლზე აკოცა,გაიღიმა და გასასვლელი კარი მის უკან მიხურა.
ლუი უნდა ამდგარიყო,რადგან როდესაც საათი შეამოწმა 3:15 იყო,საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.დივანზე პლედი და რამდენიმე ბალიში იდო,ალბათ დედამ მას შემდეგ მოუწყო რაც მისი ოთახიდან გამოვიდა.
"ფიბს,მშვიდად იყავი,ლუი ცუდად არის" თქვა ჰარიმ როდესაც სახლში შევიდნენ,დეიზის თავი ჰარის მხარზე ედო და ეძინა.
"არა!მას ღვიძავს ჰარი,ნახე!" თქვა ფიბიმ,დივანთან მიირბინა და ლუის მიეხუტა.
"გამარჯობა" უთხრა ლუიმ ხრიწიანი ხმით.
"კიდევ ცუდად ხარ?"
"ნამდვილად ვარ"
"ეს იმას ნიშნავს რომ ვერ ითამაშებ?" უთხრა ფიბიმ,დივნიდან ჩამოხტა და კონსერვატორიისკენ გაიქცა,სადაც სათამაშო ოთახი იყო.
ლუიმ მსუბუქად გაიცინა.ჰარი ქვემოთ ჩამოვიდა მას შემდეგ რაც დეიზი საწოლში ჩააწვინა.ლუის გაუღიმა და და სამზარეულოში შევიდა. კვლავ შემოვიდა მისაღებში ერთი ჭიქა წყლით და სავარძელზე ჩამოჯდა,ტელევიზორს უყურებდა და თან სათამაშო დარბაზს გაჰყურებდა ხოლმე,სადაც ფიბი თამაშობდა.
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)