*
ჰარი ლიდსში ოთხშაბათს დაბრუნდა, იმავე დღეს კი ლუი სკოლაში და ჯეის ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენა რომ მათ ერთმანეთი ნახეს. GLBTBFE-ს კიდევ ერთი გეგმა ამოქმედდა, ლუის სკოლის მეგობრები კიდევ ერთხელ ჩაერთნენ ამაში. რატომღაც ოთხივეს შეეძლო მათი მშობლების დაყოლიება რომ შაბათ-კვირას მოგზაურობაში გაეშვათ, ლიდსში და გასაკვირად ყველა დათანხმდა. შეიძლება ჯეის დაავიწყდა სად იყო ჰარის უნივერსიტეტი ან იქნებ ლუის ისე ენდობოდა რომ ეგონა ჰარის არ ნახავდა, მაგრამ ასეა თუ ისე ლუი ამ შაბათი კვირის უფროს ბიჭთან გატარებას აპირებდა.
შაბათს დილით ოთხივე ერთმანეთს მატარებლის სადგურთან შეხვდნენ, სტენი წუწუნებდა რომ ჯერ ადრე იყო და ჯესიმ გააჩუმა და მატარებელში ჩასვა.
"მეორედ გავაკეთეთ მსგავსი რამ ლუ, დედაჩემი მომკლავს თუ გაიგებს." ოლიმ ჩაიჩურჩულა.
"მაინც ვერ გაიგებენ. დედაჩემს ვუთხარი რომ დავურეკავდით როცა იქ მივიდოდით, სანამ ჯერ კიდევ თქვენთან ვარ, ხვალ ჰარი მიგვიყვანს სახლში,ასე რომ იქამდე დავრეკოთ სანამ მანქანაში ვიქნებით."
"და თუ ჰარი ეტყვის რამეს?"
"იდიოტი არ არის." ლუიმ თვალები გადაატრიალა, ფანჯარას მიუბრუნდა და ხეების და სახლების "გაქცევას" დააკვირდა.
იმ დილით ჯეიმ ლუის საბოლოოდ დაუბრუნდა ტელეფონი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა რომ ჰარისთვის მიეწერა ან დაერეკა. მატარებლით მგზავრობა მხოლოდ 40 წუთს ითვლიდა და როცა ისინი ლიდსში ჩავიდნენ დაახლოებით შუადღე იყო, ამიტომ ჯგუფმა გადაწყვიტა კაფეში წასულიყნენ. მათ იქ ლანჩი შეუკვეთეს და ლუიმ ჰარის დაურეკა, აცნობა რომ ლიდსში იყო და შეთანხმდნენ თუ რომელ საათზე უნდა შეხვედროდნენ.
"საღამოს რა გეგმები გაქვთ?" ლუიმ დანარჩენ სამს ჰკითხა, რომლებიც ყველა სასტუმროში რჩებოდნენ.
"შეიძლება მაღაზიები შემოვიაროთ, სინამდვილეში არ ვიცი, შენ ხარ ის ვინც აქ იყო ადრე." ჯესიმ მიუგო და ლუის სენდვიჩი ჩაკბიჩა.
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)