თავი 31

415 52 31
                                    


"ლუი! კარი გააღე საყვარელო,ჰარია!" ჯეიმ დაუძახა ფიბის და დეიზის ოთახიდან, ტანსაცმელს ალაგებდა ორ კვირიანი არდადეგებისთვის,დღის ბოლოს მიემგზავრებოდნენ.

"რატომ არის აქ,თუ არ მუშაობ?" უკან გასძახა ლუიმ, როცა საძინებლიდან დერეფანში გავიდა.

"მითხრა რომ შენი რაღაცეები ჰქონდა და ამის გადმოცემა უნდოდა. კითხე წაიყვანს თუ არა გოგოებს სანამ ვალაგებ"

მისი დები ბაღში იყვნენ,ლოტი კი უკვე დიდი იყო იმისთვის რომ მათთან რამე ეთამაშა. ლუიმ წინა კარი გააღო,ჰარი თეთრი მაისურით და შავი ჯინსით იდგა, ცხვირზე ჩამოწეული შავი სათვალით.

"კარგად ხარ?" ჰკითხა ლუიმ.

"ჰო, შენ შენი სამი მაისური დაგიტოვებია ჩემთან,ასე რომ ვიფიქრე დაგიბრუნებდი. რამდენიმე ჯემპრიც იყო,მაგრამ ირეცხებოდა" ჰარიმ უთხრა ლუის და TopMan-ის ჩანთა გადასცა, გარეცხილი და დაკეცილი მაისურები იდო.

"მადლობა.დედას აინტერესებს,თუ შეგიძლია გოგონების პარკში ან სადმე გაყვანა ცოტახნით"

თქვა მაშინ,როცა ჯეი კიბეებზე ჩამოდიოდა,ჰარი თავის დაქნევით მიესალმა, შემდეგ კი ჯეი სამზარეულოში შევარდა დარჩენილი გასაუთოებლების ასაღებად,რომელიც დახლზე იდო.

"ჯეი,გოგოებს ცოტახნით წავიყვან. რომელ საათზე დავბრუნდეთ?" ჰარიმ უთხრა,როცა ჯეიმ ჩქარა ჩაუარა.

"ოჰ ჰარი, ვარსკვლავი ხარ, არაუგვიანეს ოთხზე,თუ შენც გაწყობს" უპასუხა ისე, თითქოს დიდი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან.

"მშვენიერია,ოთხე დავბრუნდებით"

მან ბაღისკენ აიღო გეზი გოგონების მისასალმებლად და თავისი გეგმების გასაცნობად. ლუიმ დედამისს ისე შეხედა, თითქოს ჰკითხა,უნდოდა თუ არა მისი იქ დარჩენა,ჯეიმ კი სიცილით მოიშორა და მაღლა ავიდა.

ოთხი ბავშვის პარკში შეკრება უფრო ადვილი იყო,ნაყინზე დაპირებების დროს.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now