თავი 11

393 51 90
                                    


*

"ჰეი ფიზ,გამოიცანი რა?" ლუიმ გაიგო ჰარის ნათქვამი,როდესაც ოთხშაბათს შესასვლელი კარი გააღო და ჩვეულებრივ დააგდო იატაკზე.

"რა?" ფიბიმ უპასუხა.

"ლუის შეყვარებული მოდის ამაღამ!"

"ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდ ვიყოთ ზედმეტად,ზედმეტად კარგები"

"არა,ეს ნიშნავს იმას რომ ლუი უნდა გავაღიზიანოთ".

"იეიი" მან წამოიძახა,წამოხტა და ცეკვა დაიწყო.

"საშინელება ხარ" თქვა ლუიმ,ჰალსტუხი ესროლა და დივანზე წამოჯდა.

"არა,მე მშვენიერი ვარ" ჰარიმ ღიმილით უპასუხა,იატაკზე იჯდა და ფიზის დავალების შესრულებაში ეხმარებოდა.

"იოცნებე.სად არიან სხვები?"

"ლოტი თავის ოთახში შეიკეტა რადგან დავალებების შესრულება დავავალე და გამიბრაზდა,ტყუპები კი სათამაშო ოთახში არიან."

"მაშინ წავალ ლოტის დაველაპარაკები"

ჰარიმ გაუღიმა როდესაც უმცროსმა ბიჭმა ოთახი დატოვა და გოგონას საშინაო დავალებების შესრულებაში დაეხმარა.

"ლოტი,პატარავ" ტკბილად თქვა ლუიმ და დააკაკუნა თავისი უმცროსი დის ოთახის კარზე.

"წადი"

"შემოვდივარ"

"შენც ჰარისავით უნდა მიყვირო?"

"მან გიყვირა?"

"არა" ცოტახნის შემდეგ აღიარა,ოდნავ ამოისუნთქა.

"მაშინ რა მოხდა პატარა ქალბატონო?" ჰკითხა მან,კედელზე ჩასრიალდა და თავისი პატარა დის გვერდზე დაეშვა.

"არ მინდოდა დავალების შესრულება და ჰარიმ მაიძულა"

"სულ ეს არის?"

"ჰო"

"გულახდილად ლოტი,შენ ზოგჯერ ძალიან დრამატული ხარ"

"ჰო,მე ეს ჩემი უფროსი ძმისგან მივიღე"

"ოი" თქვა ლუიმ სიცილით.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now