თავი 2

675 66 12
                                    


*

"ლუი,ლუ,ბუუ" თქვა ჯეიმ და ლუი ოდნავ შეარხია.

"ჰმმ" ლუი დედამისს მიუბრუნდა.

"7საათია,პატარავ,სკოლაში დაგაგვიანდება"

"უნდა წავიდე?"

"დიახ მისტერ,პირველი დღეა არდადეგების შემდეგ" ჯეიმ სიცილით აუჩეჩა ლუის თმა,როცა მან ბალიშიდან თავი ასწია.

"გინდა გოგოები წავიყვანო?" იკითხა ლუიმ და სათვალეები გაიკეთა.

"არ მინდოდა მეკითხა, არ ვიცოდი ბიჭებთან შეხვედრას აპირებდი თუ არა"

"არა, სკოლაში ვხვდებით ერთმანეთს,ალბათ ჯერ კიდევ სძინავთ"

"მაშინ,უბრალოდ ლოტი უნდა წაიყვანო,ფიზის სტომატოლოგთან აქვს შეხვედრა დანიშნული,ასე რომ როცა ტყუპებს ბაგა-ბაღში დავტოვებ იქ მიმყავს,შემდეგ კი სკოლაში ჩამოვსვამ"

"კარგი,მშვენიერია" თქვა უკმაყოფილოდ.საწოლიდან წამოდგა და თავისი გარდერობისკენ გაემართა,სადაც სკოლისთვის პერანგები იყო დაკიდული.

"ოჰ და ლუი საყვარელო,არ დაგავიწყდეს,როგორც ვთქვი საღამოს ცვლა მაქვს საავადმყოფოში,ძიძას დავურეკე და ის დაახლოებით 4-დან 11-მდე აქ იქნება"

"გასაგებია,კარგი"

"მაშინ მშვიდად ვიქნები"გაიცინა მან,

"მიყვარხარ" დაიძახა ლუიმ,როდესაც ჯეი გავიდა ოთახიდან.

8 წლის განმავლობაში ლუის დები ჰყავდა, ყველაფერი რეკორდულ დროში ისწავლა: ჩაცმა,ტუალეტში შესვლა,გამოფხიზლება და ჩანთაში ნივთების ჩალაგება ათ წუთში,შემდეგ ჩქარა დაბლა ჩასვლა რომ ენახა,რამე ხომ არ დარჩა.გოგონებმა ჩვეულებრივ დაასრულეს ყველაფერი,ამიტომ მან ხილის თასიდან ვაშლი აიღო და ნიჟარის გვერდით დახლთან ჩამოჯდა.

"დედა!ლუის რატომ აქვს უფლება დახლზე იჯდეს და მე არა" ატირდა გაბრაზებული ფიზი და კოვზი მაგიდიდან ჩამოაგდო.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now