*კვირას ლუი დედამისთან და დებთან ერთად ბებია და ბაბუასთან იყო გასული, ორშაბათს კი 1 საათზე ის რატომღაც ჰარის სამგზავრო სავარძელზე იჯდა, უფროსი ბიჭი კი გვერდით ეჯდა თვითკმაყოფილი ღიმილით,რადგან ბოლოს და ბოლოს ჩართო რადიოში ის რაც სურდა.
"შენ ნამდვილად მაღიზიანებ" უთხრა ლუიმ,თან ჰარის უყურებდა როცა მას სიცილი აუტყდა.
ღიმილით გადახედა ჰარიმ გზას,ლუის შეხედა და თქვა: "კი მაგრამ შენ გიყვარვარ ტომლინსონ"
"შენს ოცნებებში ჰაროლდ"
"და შენში ლუვი"
რამდენიმე წუთის კომფორტული სიჩუმისა და ჰარის საშინელი მუსიკების შემდეგ ლუიმ შეამჩნია,რომ მანქანის გარეთ მდებარე გარემო იყო ადგილი რომელიც მან ვერ იცნო.
"სად მივდივართ?" მან იკითხა, ფანჯარასთან ახლოს მიიწია რომ უკეთ შეეხედა.
"მე არ ვარ 100%-ით დარწმუნებული, ეს პატარა არკადული ადგილი ინტერნეტში ვიპოვნე,მაგრამ აქამდე არასდროს ვყოფილვარ,ასე რომ შეიძლება სისულელე იყოს" ჰარიმ აღიარა და ეშმაკურად გაიღიმა.
"სერიოზულად ჰარი?"
მან გაბრაზებულმა ღრმად ამოისუნთქა და ხელი რადიოში მუსიკის შესაცვლელად გაიშვირა,ჰარის პროტესტის ყვირილის იგნორირებით. დანარჩენი გზა, სადაც ჰარის მიჰყავდა, შედგებოდა იმით,რომ ჰარი ევედრებოდა ლუის,ერთ სიმღერაზე მაინც გაეჩერებინა,მაგრამ ლუი მაინც ყოველ ხუთ წამში ცვლიდა.
"ჩვენ აქ ვართ" მან გამოაცხადა,მანქანა პარკინგზე გააჩერა და ძრავა გამორთო.
"აქ რომ მოვკვდე ჰარი, ღმერთს ვფიცავარ" ლუიმ დაიყვირა და ფანჯრიდან გაიხედა მათ ზემოთ ნაცრისფერ ცას,რადგან ზაფხულის რიცხვებში საშინელი ამინდი იყო. მაგრამ ეს ინგლისი იყო,კიდევ რას ელოდა იგი?"
"შენ აქ არ აპირებ სიკვდილს იდიოტო, ჩემი ტელეფონი გათიშე,სანამ პარკინგის ბილეთს ვიყიდი"
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
أدب الهواة"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)