თავი 26

401 54 64
                                    


*

შეშფოთებული ხმაური იყო ის,რამაც მეორე დილით ლუი გააღვიძა. ერთგვარი სიგნალიზაცია,რომელიც ნამდვილად არ იყო მისი,რადგან ყველამ იცის,რომ მისი მაღვიძარას ტონი marimba იყო, არ იყო ეს სულელური გამაყრუებელი სიგნალი. წუწუნებდა და ბრმად ამოძრავებდა ხელს,გაიყინა,როდესაც იგრძნო,რომ თბილ და რბილ კანს შეეხო, მის გვერდით სხეული წუწუნებდა,მაგრამ გამაღიზიანებელი ხმაური შეჩერდა,ამიტომ ლუი ბედნიერი იყო. მან ჯერ კიდევ არ გაახილა თვალები,იცოდა რომ პარასკევი იყო და ეს ნიშნავდა სკოლას,რაც იმას ნიშნავდა რომ ახლა ადრე იყო და მას უბრალოდ ვერაფერი შეაწუხებდა. შემდეგ გაახსენდა. პარასკევი დილა იყო და ის ჰარის სახლში იყო,ჰარის საწოლში ეძინა,რადგან ჰარისთან მივარდა,როდესაც მაქსმა უღალატა.ოჰ.

"დილამშვიდობისა" ჰარიმ დაილაპარაკა,როდესაც დაინახა,რომ ლუიმ თვალები გაახილა და ღმერთო,ლუი ისურვებდა არ გაეხილა.

იქნებ თვალი რომ არ გაეხილა ჰარის ის მარტო დაეტოვებინა და ეს მისცემდა დროს რომ ნორმალური ხმა დაბრუნებოდა,რადგან ღმერთო.ჰარის დილის ხმა რაღაც იყო. მისი ჩვეული ხმა ღრმა ,ნელი და ზოგჯერ მძაფრი იყო,რის გამოც მოგინდებოდა რომ ფეხებ შუა ამოგერტყა,მაგრამ ამავდროულად გენდომებოდა ესაუბრა მთელი ცხოვრების მანძილზე. მაგრამ მისი დილის ხმა რაღაც სხვა იყო,ოდნავ ბოხი და აშკარად მკვეთრი ძილისგან. ლუი დარწმუნებული იყო,რომ აღფრთოვანებული იყო ამით.

"დედამიწა გიხმობს ლუი" თქვა ჰარიმ,ამჯერად უფრო ხმამაღლა,რადგან ლუი იდაყვზე დაეყრდნო და ბიჭს მიუახლოვდა.

"ჰმმ,ჰო,რა?" უპასუხა ლუიმ,ხელები ააფართხალა და თვალები ჰარის მიანათა.

"დილამშვიდობისა! კარგად გეძინა?"

"ჰო,მადლობა,დღეს მაინც უნდა წავიდე სკოლაში?"

"დიახ, ყველაფერი კარგად იქნება. მე წასვლას ვაპირებ და საუზმისთვის რაიმე სასიამოვნოს მოგიმზადებ,შემდეგ ჩვენ შენს სახლში წავალთ რომ მოემზადო და ბოლოს სკოლაში წაგიყვან. კარგი?"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now