*
ჰარის არ დაუკონკრეტებია შვიდი იანვრის რა დროს იქნებოდა აქ, რაც იმას ნიშნავს რომ ლუი მთელი დღის განმავლობაში შეშფოთებული და აღელვებული იყო. დღის უმეტესი ნაწილი დედასთან ერთად გაატარა ქალაქში, მაღაზიები მოიარა და ახალი საკანცელარიო ნივთები შეიძინა სკოლისთვის და მომავალი გამოცდებისთვის. ცდილობდა მაქსზე არ ეფიქრა მაგრამ არ გამოსდიოდა. დაინახა როგორი ადამიანიც იყო, ნამდვილად არ იყო ისეთი ვისზე ფიქრიც სურდა.
მაგრამ ეს მოხდა და იმ დღის შემდეგ ბიჭის ნათქვამი ლუის გონებაში ათამაშდა. რატომ ჰქონდა მაქსს საჭიროება ლუის სახლში მისულიყო და ენახა ჰარი იქ იყო თუ არა? და მის გეგმაში რას გულისხმობდა? ეს იყო კითხვები რომლებიც ლუის ბოლო სამი დღის განმავლობაში აწუხებდა და ალბათ ასე გაგრძელდებოდა სანამ პასუხებს არ მიიღებდა.
რა თქმა უნდა, მარტივი იყო პასუხი მაქსისთვის ეკითხა, მაგრამ ბიჭი ალბათ დასცინებდა და არც ეტყოდა. მით უმეტეს თუ მისი უფროსი ძმის საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა.
იმაზე რომ ჰარისთვის ეთქვა ბევრჯერ იფიქრა, მაგრამ იცოდა რომ უფროსი ბიჭი ინერვიულებდა. ალბათ იფიქრებდა რომ მაქსი და ჯეიდენი ლუის ემუქრებოდნენ, შემდეგ კი გაბრაზდებოდა და ინერვიულებდა. ჰარი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ჯეიდენისგან შორს იყო,რაც ლუის უნდოდა, ასე რომ არაფრის თქმა ყველაზე უსაფრთხო იდეად ჩანდა.
"რა გჭირს?" ჰკითხა ჯეიმ, შეამჩნია რომ მისი ვაჟი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ფეხებს მოუსვენრად ათამაშებდა.
"ჰარის ელოდება" უთხრა ლოტიმ, სამზარეულოში საღამურით შემოვარდა რომ დაძინებამდე ერთი ჭიქა წყალი დაელია.
"მთელი დღის განმავლობაში არ მოუწერია და არც დაურეკავს, ვნერვიულობ." დედამისს უთხრა და კისერზე თვითმფრინავის ყელსაბამი აათამაშა. ეს ის იყო რასაც აკეთებდა როცა წუხდა ან რამეზე ნერვიულობდა ან საერთოდ უბრალოდ დამშვიდება სჭირდებოდა.
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)