ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დედამისი სამსახურში არ იყო და ჰარის ზედმეტი მორიგეობა ჰქონდა კაფეში,ამიტომ ლუის ის არ უნახავს,ამის ნაცვლად ცდილობდა სკოლის ბოლო წლისთვის ორგანიზებულიყო და სკოლის ზოგიერთი მეგობარი ენახა. ექვსი სექტემბრის ნაშუადღევს ლუი ჰარის სახლისკენ გაემართა. ჰარი ჯერ კიდევ მუშაობდა,მაგრამ ის ნაილთან და ზეინთან იქნებოდა და მას დაელოდებოდა. ლიამი ჰარიზე თხუთმეტი წუთით ადრე მოვიდა.სახლში მისულს მისაღებში შევიდა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მობრუნდა და სახლიდან გავიდა. 15 წუთის შემდეგ დომინოს პიცის ყუთით და კიდევ უამრავი ცომის ბურთულების, ქათმის ნაგეცის და ქათმის ფრთების ყუთით დაბრუნდა უკან.
"რას ვიზამდით შენს გარეშე?" თქვა ნაილმა მარგარიტას პიცით გამოტენილი პირით.
"ალბათ ვიშიმშილებდით. ან უბრალოდ ჩინურ საჭმელს შევუკვეთავდით ყოველ საღამოს" მიუგო ჰარიმ,მარცხენა ხელით თეთრი სამუშაო პერანგის ღილები გაიხსნა,ხოლო მეორეთი ცომის ბურთები აიღო.
"წადი გამოიცვალე,ამის დანახვა არავის სურს" ცელქობდა ლუი, თვალებზე ხელი აიფარა.
"ნუ იტყუები ტომო, გინდა ამის ნახვა" თქვა ჰარიმ და სხეული აამოძრავა,ამას საკმარისად სწრაფად რეაგირება მოჰყვა და ლუისგან მუცელზე მიიღო დარტყმა.
"ნუ ამბობ იმას რაც არასდროს ყოფილა,არავის არ უნდა შენი ნახევრად შიშველის დანახვა"
ჰარიმ ნაწყენმა ტუჩები დაბერა და პერანგი გაიხადა როცა ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში სპორტული სავარჯიშო შორტებით და ჯემპრით დაბრუნდა. ლუისა და ლიამს შორის დივანზე ჩამოჯდა,ლიამს ქათმის ფრთა წაართვა და ჩაკბიჩა,შემდეგ კი ღიმილით გადახედა.
"სერიოზულად?" ლიამმა ამოიოხრა და ყუთისკენ მიიწია რომ კიდევ ერთი ფრთა აეღო.
"მჰმმმ,დღეს ორი დამატებითი მორიგეობა მომიწია,ამიტომ ტექნიკურად სამჯერ ვმუშაობდი,რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებ და დღეს კვირაა,ნებას მომცემ თავისუფლად ვიყო?"
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)