თავი 37

403 44 12
                                    

*

ბოლო სამი დღის განმავლობაში ისინი თავიანთ ურთიერთობაზე ინფორმაციას ყველასგან მალავდნენ. როგორც ჩანს არავის დაუნახავს როცა ერთმანეთს აკოცეს. წინა სამი დღის ერთად გატარების მიუხედავად, მათ ურთიერთობას იარლიყი ჯერ არ ედო. ლუი თავის თავში იმედოვნებდა რომ ისინი ურთიერთობაში იყვნენ,მაგრამ ცდილობდა თავი არ დაიემედებინა.

სამშაბათს ნაშუადღევს ლუი და ჰარი სახლში ერთად იყვნენ,სხვები სამუშაოდ იყვნენ გასულები ან სხვა საქმეებისთვის. ისინი დივანზე ერთად ისხდნენ, ჰარის ფეხები გაშლილი ჰქონდა და ყავის მაგიდაზე ჰქონდა შემოდებული, ხოლო ლუი მის მკლავებში იყო მოკალათებული,ცალი ფეხი ჰარის წელზე ჰქონდა შემოხვეული და თავით მის მკერდს ეყრდნობოდა.

"ჰარი" თქვა ლუიმ და ჰარის შეხედა სატელევიზიო შოუს შესვენების დროს,რომელსაც უყურებდნენ.

"რა ხდება?" თქვა ჰარიმ.

"ვინ ვართ ჩვენ?"

"რას გულისხმობ?"

"ერთმანეთს ვხვდებით?"
ჰკითხა ლუიმ და გაწითლდა, მის ხელებს უყურებდა რომელიც ჰარის კალთაში ჰქონდა ჩადებული.

"პაემანზე გასვლა არ ნიშნავს შეხვედრას?"

"ბევრჯერ გავსულვართ გარეთ"

"არა სათანადოდ, ოფიციალურად გავიდეთ გარეთ" ჰარიმ ოდნავ სურვილით თქვა,სწრაფად წამოხტა რის შედეგადაც ლუი დივანზე დაეცა. "მოდი. პაემანზე წაგიყვან."

"არ აპირებ სიყვარულით მოქცევას და ჩემს შესასვლელ კართან ვარდით გამოჩენას?" ლუიმ ჩაიცინა, ჰარის გაჰყვა დერეფანში რომ თავისი ფეხსაცმელი და მოსაცმელი მოეძებნა.

"ყველაფერს გავაკეთებ რაც გინდა საყვარელო,მაგრამ ახლა დრო არ გვაქვს"

მას შემდეგ რაც ლუიმ ფეხზე ჩაიცვა და წამოდგა,ჰარი პირდაპირ მის წინ გაჩერდა,დაიხარა და აკოცა. სწრაფად აკოცა, მეტის გაკეთებაზე ღიმილი აჩერებდა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now