*
ლუი არეული თმით და დაღლილი თვალებით შუადღეს ჰარის სამზარეულოში გავიდა, დახლზე იჯდა და ლიამს და ლექსის ელოდებოდა რომ საკვები მოეტანათ. ჰარი იმ დილით გარეთ გავიდა, რადგან ლიდსში სამუშაოსთან დაკავშირებით გასაუბრება ჰქონდა და სახლი დილის 9 საათზე დატოვა.
ლუი დილით ლივთან, ლექსისთან და პერისთან ერთად გავიდა. სამმა გოგონამ გადაწყვიტა რომ მას განებივრებული დღე სჭირდებოდა,რასაც ლუი აპროტესტებდა მანამ სანამ არ დაჰპირდნენ რომ თუ გაჰყვებოდა იმას უყიდიდნენ რაც მას უნდოდა. იმის გამო რომ მაინც უარი თქვა, ლექსიმ თავხედური ღიმილით გამოთქვა ვარაუდი რომ მას ენემა გაკეთებული უნდა ჰქონოდა. ლუი კი ამტკიცებდა რომ თუ მსგავსი რამის გაკეთება მოუნდებოდა თავად გააკეთებდა, დიდი მადლობა.
ვალენტინობის დღე იყო და ლუიმ გადაწყვიტა რომ ჰარისთვის საჭმელი მოემზადებინა, ამისთვის ლიამს შეეხვეწა რომ გამოსულიყო და მისთვის მარაგი ეყიდა, პატარა ბიჭმა დედამისს დაურეკა და ჰკითხა კერძის მოსამზადებლად რა უნდა გაეკეთებინა. ჯეის გაეცინა და რეცეპტის ლინკი ჩაუგდო,რომელიც ლუიმ წაიკითხა როცა სამზარეულოს მაგიდაზე იჯდა და ფეხებს წინ და უკან აქნევდა.
როცა ლიამი და ლექსი სახლში დაბრუნდნენ, ლუი ქათმის მომზადებას შეუდგა.
"შენ მართლა ამას აპირებ." ლიამმა გაიცინა, ბიჭს კარტოფილის თუნუქის ფოლგაში შეფუთვაში და ღუმელში პიურეს გაკეთებაში ეხმარებოდა.
"ვალენტინობაა ლიამ, ღმერთო ჩემო" თვალები გადაატრიალა.
"ჰო ლიამ, ოდესმე რომანის შესახებ გსმენია?" ლექსის გაეცინა, სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა.
ლიამმა გაიცინა და ღუმელის კარი მიიხურა. მაგიდაზე ლუის ტელეფონი აზუზუნდა, რის გამოც პარმას ლორი დადო და ხელები დაიბანა, შემდეგ კი გაიშრო და ტელეფონი აიღო.
ჰაზა
სახლში დაახლოებით 7-ზე ვიქნები პატარავ x
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)