თავი 52

335 43 33
                                    

*

ლუი მთელი ოთხშაბათი არ ელაპარაკებოდა დედამისს, მისი ოთახი მხოლოდ ტუალეტში შესასვლელად დატოვა. საჭმლისთვისაც კი არ გასულა, თავის ოთახში ელოდებოდა როდის გაუგზავნიდა ჯეი ლოტის ხელით საჭმელს. წამალს რომელსაც მხრისთვის იღებდა, ქილაში იდო მისი საწოლის გვერდით, რაც იმას ნიშნავს რომ საერთოდ არ სჭირდებოდა საწოლიდან ადგომა, რადგან მხოლოდ უნდა გადაწეულიყო.

ერთადერთი პრობლემა ის იყო რომ ჯეის კიდევ არ ჰქონდა მისთვის ტელეფონი დაბრუნებული, რაც იმას ნიშნავს რომ მიუხედავად იმისა რომ ჰარისთან ლაპარაკი ძალიან უნდოდა,არ შეეძლო. ხუთშაბათს დღეს საწოლში ატარებდა, ტელევიზორში მეგობრების ძველი განმეორებითი სერიები გადიოდა. მისი საძინებლის კარი გაიღო, იძულებული გახდა ტელევიზორი ჩაერთო და იქით გაეხედა სადაც ლოტი იდგა.

"ვიღაც არის აქ რომ გნახოს." თქვა მან, დაინახა ლუის სახე როგორ გაუნათდა, შემდეგ კი თქვა, "ჰარი არ არის."

"ოჰ,კარგი. ერთ წუთში ჩამოვალ." რბილად ამოიოხრა, ფრთხილად დაეყრდნო მხარს როცა საწოლიდან წამოდგა და სწრაფად ჩაიცვა ფეხსაცმელი სანამ მის უმცროს დას ჩაჰყვებოდა კიბეებზე.

ჯეი დღეს სამსახურში იყო, ტყუპები და ფიზი კი ბებია-ბაბუასთან, სახლში მხოლოდ ლუი და ლოტი დარჩნენ. ნელა ჩავიდა ქვედა სართულზე, მისაღებით გავიდა და კორიდორში გავიდა, კართან ლექსი იდგა. კედელზე ხის ჩარჩოს უყურებდა, რომელზეც ლუი იყო გამოსახული, როცა პატარა იყო, ზოგ მათგანზე თავისი დებიც იყვნენ მაგრამ უმეტესობაზე მხოლოდ თვითონ.

"ოჰ ლუი." ამოიოხრა, როცა ჩაეხუტა მის მხართან ფრთხილად იყო.

"გამარჯობა." ამოისუნთქა და ხელები ზურგზე მოხვია.

"მხარი როგორ გაქვს?" ლექსი უკან გაიწია და ხელი მხარის სიგრძეზე გადაატარა, რომ გამოეკვლია.

"არაუშავს, არაა კარგად,მაგრამ ისე ვარ ტკივილგამაყუჩებლებზე რომ ვერაფერს ვერ ვგრძნობ."

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now