თავი 23

398 52 26
                                    


*

ლუიმ კვირა დედასთან და დებთან ერთად გაატარა,შემდეგი ორშაბათი,სამშაბათი და ოთხშაბათი მაქსთან და მის მეგობრებთან ერთად.ჰარი რა თქმა უნდა ჩიოდა,რათგან მისთვის უამრავი რამ ჰქონდა დაგეგმილი. 9 ივნისს, ხუთშაბათს,ჰარის უნივერსიტეტში გამგზავრების წინა დღეს,ლუი ავტობუსში ჩაჯდა და დაახლოებით პირველ საათზე მივიდა მის სახლში. ნაილმა კარი გაუღო,ბოქსერებში იყო და არც უკვირდა ის ფაქტი რომ ლუი მივიდა მათთან.

"ოდესმე გაცვია ტანსაცმელი?" ლუიმ ჰკითხა მას,ნაილს მუცელი შეეკრა.

"ტანსაცმელი მაცვია" უპასუხა ნაილმა და უკან დაიხია რომ ლუი შემოსულიყო.

"არც ისე ბევრი"

"არ მჭირდება,თქვენ ყველას აქამდეც გინახივართ ასე"

"სამწუხაროდ" ლუიმ თავხედური ღიმილით უპასუხა და მისაღებში გავიდა.

თითქოს გრძნობდა ლუის იქ ყოფნას,ჰარი სამზარეულოდან გამოვიდა და ბიჭი იატაკზე დააგდო.

"რამდენი ხანია არ მინახიხარ" ის წუწუნებდა,სახე ლუის კისერში ჩარგო.

"მე დაკავებული კაცი ვარ სტაილს" ლუიმ უპასუხა და ჰარის თავი მოარიდა,ასე რომ უფროსი ბიჭი მიიღებდა შეტყობინებას და ჩამოშორდებოდა მას.

"მაგრამ ხვალ მივდივარ"

"ჰო,არ შემიძლია ლოდინი"

"ასეა" ჰარი შეტრიალდა და ბავშვით ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

ლუი სიცილით წამოდგა ფეხზე,ჰარიმაც იგივე გააკეთა რამდენიმე წუთის შემდეგ. ნაილი უკვე დიდი ხანია თავის საძინებელში გავიდა,ან ზეინთან და დატოვა ორივე მისაღებში,მარტო.

"კარგად იცი რომ ხვალ მივდივარ, ვფიქრობ,დღეს რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაღაც ველური" ჰარიმ უთხრა.

"როდესაც ამბობ ველურს,ჯერ კიდევ კანონიერ რამეს გულისხმობ?" ლუიმ იკითხა.

"თითქოს რაიმე უკანონო მოვიმოქმედო"

"შესაძლოა,ამ სახლს აქვს არალეგალური ნივთების სუნი"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now