ეპილოგი II

786 44 71
                                    

ხელის მოწერა ზაფხულში შედგა.

გასულ წელიწადნახევარს წყვილი ლიდსში გადავიდა საცხოვრებლად, ბინა ჩრდილოეთ ლონდონში, მშობლებისგან ორი საათის სავალზე იპოვნეს, მაგრამ მათ ლონდონი მოსწონთ. სახლი შედარებით დიდი იყო, სამი საძინებელი, რისი თქმაც ლუის უყვარდა რომ ნებისმიერი სამომავლო გეგმისთვის გამოდგებოდა რის შედგენასაც აპირებდნენ. ასევე იმ წელიწადნახევარში ქორწილის თარიღად 11 დეკემბერი დაინიშნა და ყველაფერი მზად იყო.

სტუმრები მოწვეულები იყვნენ, სიმღერების სია დალაგებულია, მენიუ შედგენილია, კოსტიუმები ბოლო დეტალებამდე სრულყოფილია. ყველა შესაძლო რამ, რაც შეიძლება მოფიქრებულიყო, სავარაუდოდ იდეალურად იყო გაკეთებული.

ლუი ნერვიულობდა, ყველაფერზე ნერვიულობდა.

მისი ქორწილი, მისი და ჰარის დიდი დღე, 24 საათზე ნაკლებ დროში იქნებოდა და თუ რამე არასწორად წავიდოდა ის ალბათ უეჭველად იტირებდა. მისი ორი საყვარელი დღესასწაულის, ქორწილის და შობის თემები ჰქონდათ წყვილს შემოტანილი, სრულყოფილი საშობაო ქორწილისთვის. ლუის 25-ე დაბადების დღემდე მხოლოდ 13 დღით ადრე გაიმართებოდა ქორწილი.

უმეტესად ყველაფერი ლუიმ დაგეგმა, ჰარი იდეების და დიზაინის გარკვეულ საკითხებში დაეხმარა, მაგრამ იცოდა თუ რამდენს ნიშნავდა ეს ლუისთვის, ასე რომ უმცროს ბიჭს მისცა ყველაფრის კონტროლი. ლუიმ იდეები მოიფიქრა, დიზაინი შეარჩია, ყველაფერი ჩამოწერა რაც უნდოდა და ჰარიმ გადაიხადა ამისთვის. როგორც ჩანს, ორივემ კარგად იმუშავა.

ეს შედარებით მცირე ცერემონიალი იქნებოდა, ისეთივე პატარა როგორც ამას ლუის მრავალრიცხოვანი და ჰარის ოდნავ პატარა ოჯახი შეძლებდა. ერთადერთი ვინც ოჯახის წევრი არ იყო და ვინც ცერემონიალს ესწრებოდა, იყვნენ სამი მეჯვარე, ლიამი ზეინი და ნაილი, და ლექსი რომელიც თან ახლდათ. დედების და ძირითადად ყველა სხვა ქალის მითითებით, რომლებიც ფიქრობდნენ რომ ქორწილში თავიანთი სათქმელი ჰქონდათ, ჰარიმ და ლუიმ მეათე ღამე ერთმანეთის გარეშე გაატარეს. ლუი ჯემასთან, ლოტისთან და ლექსისთან ერთად ლონდონის სახლში იყო, ხოლო ჰარი ზეინის და ნაილის ბინაში წავიდა, რათა ღამე მათთან გაეტარებინა მეორე დილით ცერემონიის დაწყებამდე.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now