*
როგორც ჩანს,ჰარი ლუის სკოლაში წასვლამდე მის სახლში იმის გასარკვევად მივიდა ჯეიმ იცოდა თუ არა რა გააკეთა ან ლუი რატომ აიგნორებდა. ასევე ჰკითხა წინააღმდეგი იყო თუ არა რომ ლუი შაბათ-კვირას ლიდსში მასთან დარჩენილიყო, ის დათანხმდა ასე რომ ახლა იქ მიმავალ მატარებელში ისხდნენ. მატარებლით 47 წუთის სავალზე იყო ლიდსის სადგური, შემდეგ კი სადგურიდან ჰარის საერთოდ საცხოვრებლამდე ოცი წუთის სავალზე.
"შენ რატომ არ მართე?" ლუიმ სიტყვები სუნთქვას ამოაყოლა, როცა კორპუსს მიუახლოვდნენ და უფროს ბიჭს ხელები ჩაჰკიდა.
"მანქანა არ მყავდა, როცა მოვდიოდი ზეინი და ნაილი შემხვდნენ და მათ ჩამომიყავნეს. ყველაზე რაციონალურ აზრად მატარებლით წამოსვლა მქონდა." განმარტა ჰარიმ და პირადობის მოწმობა გაატარა რომ შიგნით შეეშვათ.
"და სხვა რა აზრები გქონდა?"
"თუ როგორ მოვსულიყავი დროულად, ვფიქრობდი რომ ფეხით წამოვსულიყავი მაგრამ ცხრა საათი დამჭირდებოდა."
"ეს ერთგულებაა, პატარავ." ლუიმ ჩაიხითხითა, კიბეები სწრაფად აირბინა და შეეცადა ჰარის დასწეოდა რომელიც დიდი ნაბიჯებით დადიოდა.
"პატარა ფეხები გაქვს" უფროსმა ბიჭმა კომენტარი გააკეთა, ლუის ელოდებოდა, როცა მივიდა აკოცა და უბიძგა რომ წინ წასულიყო.
"ვიცი წინ წასვლას რატომაც მაიძულებ, ასე ჩემი უკანალისთვის მიშტერება შეგეძლება."
"რას გულისხმობ?"
"გთხოვ ჰარი, იდიოტი კი არ ვარ"
"მართლა? ჩემთვის ეს სიახლეა"
ლუი უკან მობრუნდა და ჰარის დაუცადა. როგორც კი პირი გახსნა რომ რაღაც ეთქვა ჰარიმ ლოყებზე ხელი მოჰკიდა და სწრაფად აკოცა. უფროს ბიჭს გაეღიმა და ლუის ლოყაზე აკოცა,ბოლოს კი ცხვირზე.
"სხვათაშორის მომენატრე" ამოისუნთქა,შემდეგ კი ლუის ცხვირზე ენა აატარა.
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)