*
ლუის პირველი აზრი ანესთეზიიდან გამოსვლისას იყო, იყო თუ არა ჰარი კარგად, რადგან ის ლუი ტომლინსონი იყო და რატომღაც ყოველთვის პოულობდა გზას რომ სხვები თავის თავზე წინ დაეყენებინა. მისი ხედვა ცოტა ბუნდოვანი იყო,მაგრამ როცა კარგად ფოკუზირდა საავადმყოფოს ოთახი დაინახა და დედამისი რომელიც მის გვერდზე სკამზე იჯდა.
ისევე როგორც მას უყვარდა დედამისი გული ცოტა ეტკინა როცა ჰარი ვერ დაინახა მის ადგილას. საავადმყოფოს საწოლის თბილი ქსოვილის ქვეშ რაღაც იგრძნო. როცა გადასაფარებელი ასწია, ბაყაყის სათამაშო შეამჩნია რომელიც თვეების წინ ჰარიმ მოიგო, მას შემდეგ ლუის ყოველ ღამე დათუნიასთან ერთად ეძინა.
"ჰარი სად არის?" ჩაილაპარაკა, დაიქრინჯა მისი ხმის გამო, პირის ღრუში მშრალი შეგრძნება ჰქონდა.
"სახლში წავიდა ტკბილო." ჯეიმ გაიღიმა, ლუის ხელი მოჰკიდა და ცერა თითით ნაზად გაეთამაშა.
"ხომ დაბრუნდება?"
ქალმა მისი კითხვა დააიგნორა და ოთახის კუთხეში მდებარე პატარა წყლის აპარატთან მივიდა და სანამ ლუისთან დაბრუნდებოდა ერთი ჭიქა წყლით აავსო. საწოლის გვერდით მდებარე ღილაკს დააჭირა და შემდეგ ლუის წყალი მიაწოდა რომელიც მან სწრაფად დალია.
როცა დედამისმა ფინჯანი კვლავ შეავსო, ექთანი შემოვიდა და გაღიმებული სახით დაატკაცუნა კალმის თავი.
"დილა მშვიდობისა ლუი! თავს როგორ გრძნობ?" თბილად თქვა, ზედმეტად მხიარული იყო როცა წყლის მანქანას ათვალიერებდა.
"ოდნავ მეძინება და მკლავი მტკივა მაგრამ გიჟურ ტკივილს არ ვგრძნობ." უპასუხა და წამოდგომა სცადა მაგრამ მკლავის ტკივილის გამო დასუსტებული იყო და გაუჭირდა.
"კარგია, ნიშნავს რომ ტკივილის მკვლელები მუშაობენ. და ძილიანობა საანესთეზიო საშუალების მოსალოდნელი გავლენაა, ამიტომ ამაზე არ უნდა ინერვიულო. ტყვია ამოიღეს და ჭრილობა გაკერეს, ალბათ სანამ ექიმი არ გნახავს და რამდენიმე ტესტს არ ჩაგიტარებს ვერ გაგათავისუფლებთ, შემდეგ კი ამ საღამოს სახლში თავისუფლად შეძლებ წასვლას. ასევე ყოველკვირეულ შემოწმებაზე უნდა დაბრუნდეთ, შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში უნდა მოხვიდეთ რომ ნაკერები მოიხსნა."
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)