*
ლუი ჰარის სამი დღე არ ელაპარაკებოდა, რაც ბევრია იმის გათვალისწინებით რომ ეს ერთი თვე ერთმანეთთან საუბრის გარეშე არ გაუტარებიათ. რამდენჯერაც საკუთარ თავს უთხრა რომ ეს შეტყობინებები ყალბი იყო, იმ ფაქტის გამორიცხვა არ შეეძლო რომ შეიძლება ნამდვილი ყოფილიყო და ყველაფერი რაც მათ შორის მოხდა ტყუილი იყო.
დედამისისთვის არც უთქვამს რა მოხდა, არც მაშინ როცა ჰკითხა თუ რატომ არ პასუხობდა ჰარის ზარებს. პასუხად უბრალოდ მხრები აიჩეჩა სანამ სახლიდან გავიდოდა, არც კი დაელოდა მისი სამი მეგობრის გამოჩენას, მარტო ყოფნა უნდოდა.
პარასკევს შუადღისას 34 შეტყობინება ჰქონდა, 30 ჰარისგან, 2 ლექსისგან, ერთი ზეინისგან და ერთი ნაილისგან. უფროსმა ბიჭმა თოთხმეტჯერ სცადა მასთან დარეკვა,მაგრამ ლუიმ ტელეფონი მთლიანად გათიშა. ჰარისთან საუბრისთვის იმის გასარკვევად იყო თუ არა ეს ყველაფერი სიმართლე მზად არ იყო. ერჩივნა ამ მომენტში იმედგაცრუებული ყოფილიყო და ეწუწუნა.
პარასკევი ძალიან ნელა წარიმართა და მათემატიკის გაკვეთილიც დამთავრდა, რამაც მისი განწყობა ოდნაც კი არ გააუმჯობესა. თანაც ზარიდან 15 წუთის შემდეგ ვიღაცის ლაპარაკი დაიჭირა და უფრო წაუხდა ხასიათი, მიუხედავად იმისა რომ სალაპარაკო თემა თავად არ ყოფილა.
როცა გაკვეთილი დატოვა, უფრო ცუდ ხასიათზე იყო, სახლში წასვლა და მომდევნო ორი დღის განმავლობაში ძილი უნდოდა, ცოტა ხანს იტირებდა და მწუხარებას ნაყინების ჭამაში დამარხავდა. სტენი და ჯესი კარებთან ელოდებოდნენ, დანარჩენი სკოლა ცარიელი იყო რადგან ყველანი გამოვიდნენ.
"ოლის ფეხბურთი ჰქონდა" ჯესიმ ლაპარაკი დაიწყო როცა ლუი მათ მიუახლოვდა.
"ჰო, მითხრა უკვე დრამატულად" ლუიმ უპასუხა და კარები გააღო, რომელიც წესით ავტომატურად უნდა გაღებულიყო მაგრამ უკვე წლებია ეგრე აღარ მუშაობდა.
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)