თავი 5

450 59 6
                                    


*

"კარგი,მოვდივარ" დაიძახა ლუიმ როდესაც კიბეებზე ჩაირბინა,სათვალე ძლივს გაიკეთა,მხოლოდ შარვალი ეცვა რადგან პირსახოცით თმას იმშრალებდა.

მან გაიღვიძა შაბათს დილით 17 იანვარს,სახლში სიწყნარე იყო,ნახა წერილი რომელიც მისი სათვალის ჩასადებში იდო,წერილში ნათქვამი იყო,რომ დედამისმა გოგოები დღისით წაიყვანა და მან ფული დაბლა დატოვა რომ იგი მეგობრებთან ერთად წასულიყო.ასე რომ,მან ბიჭებს დაურეკა და უთხრა,რომ მასთან მისულიყვნენ 11 საათზე,მაგრამ ლუიმ ვერ გააცნობიერა რომ უკვე 10:50 იყო,როცა შხაპის მისაღებად შევიდა.როდესაც იგი გარეთ გავიდა კარზე ბრახუნი გაიგო,ხელში რაც მოხვდა ჩაიცვა და კიბეებზე ჩაირბინა.

"გაჩერდით!ნუ ურტყამთ!" წამოიძახა მან,პირსახოცი დივნის უკანა მხარეს გადააგდო და შესასვლელი კარისკენ გაემართა,სანამ კიდევ ერთხელ დააბრახუნებდნენ კარზე,იქამდე გააღო.

ოლი,ჯესიკა,სტენი და ჯეიმი კარის ზღურბლზე იდგნენ ჰარის გვერდით. ბიჭი კაპიუშონით იდგა და ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი.ჰარის წარბის პირსინგი მოხსნილი ჰქონდა და ლუი მხოლოდ ტუჩებზე ხედავდა მათ. ლუიმ თავის ოთხ მეგობარს გადახედა,შემდეგ ჰარის და დაბნეული გამომეტყველებით მიუბრუნდა დანარჩენებს.

"ნაპოვნია შენს კარებთან,ის ამტკიცებს რომ უცნაური არ არის" უთხრა სტენმა მას სანამ სახლში შევიდოდა და ლუის შიშველ მუცელზე დაარტყამდა.

"გამარჯობა ლუ,ჩანთა დამრჩა გუშინ ღამით და მე ის მჭირდება" თქვა ჰარიმ და ეცადა ლუისთვის არ შეეხედა.

"შე იდიოტო" ლუის სიცილი აუტყდა.ჰარის ხელი ჩაჰკიდა და სახლში შეიყვანა.მან იგი შესასვლელში დატოვა და თვითონ სამზარეულოსკენ წავიდა,სადაც ჰარის ჩანთა დახლზე იდო.

"მადლობა" უთხრა ჰარიმ მშვიდად და ჩანთა გამოართვა.

"რატომ ხარ მორცხვი?ჩემი გეშინია?" ლუიმ ცელქობა დაიწყო.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now