*
4 იანვარი იყო, მის სახლში დაბრუნებამდე სამი დღე იყო დარჩენილი და მისი წასვლიდან 12 დღე იყო გასული. ისინი დიდ დროს უთმობდნენ ერთმანეთს და სულელურ სნაპჩატის ვიდოებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. 4 იანვარს ლუის ყველა მეგობარი უნდა დაბრუნებულიყო უკან ან დროს ოჯახთან ატარებდნენ ან შეიძლება ლუისთან იყვნენ წასულები.
"ანუ შენ 19 წლის ბიჭს ხვდები?" ჰკითხა სტენმა და კოკა კოლა დალია მას შემდეგ რაც ლუიმ მოუყვა მისი და ჰარის ურთიერთობაზე.
"ამხელა ამბიდან მხოლოდ ის გაიგე რომ ჰარი 19 წლისაა?" ჯესიმ ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა.
"ნუ ჰო, ეს მნიშვნელოვანია"
"მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მნიშვნელოვანი"
"ის ჯერ კიდევ 19 წლისაა!"
"სინამდვილეში თითქმის 20-ის, თუ ვინმეს უნდა რომ იცოდეს" დაამატა ოლიმ.
"მის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა" ამოიოხრა ლუიმ და მის მეგობრებზე თვალები გადაატრიალა, როცა ტელეფონის ზარი გაიგო.
მუცელში პეპლები იგრძნო როცა ეკრანზე "ჰაზა" გამოჩნდა. დანარჩენი სამი გააჩუმა და ტელეფონს უპასუხა.
"გამარჯობა" თქვა გაბრუებულმა და სულელის სახით გაიღიმა.
"ხმამაღალზე ჩართე" ჩასჩურჩულა ჯესიმ, სანამ ბიჭი პასუხს გასცემდა.
"გამარჯობა ძვირფასო" დაილაპარაკა ჰარიმ, ჯესიმ კი მკერდზე ხელი მიიდო და თვალები გადაატრიალა,რაზეც ლუი ხითხითებდა.
"რა ხდება?"
"უბრალოდ შენთან საუბარი მინდოდა. რას აკეთებ?"
"აქ სტენი,ჯესი და ოლი მყავს. დიდი არაფერი"
"დიდი არაფერი?" თქვა სტენმა ჩურჩულით, ოდნავ განაწყენებული იყო.
"გინდა რომ გავთიშო?"
"არა,არაფერია, ჯესიმ მაიძულა რომ ხმამაღალზე დამეყენებინა, ახლა შენს ხმაზე გაბრუებულია"
YOU ARE READING
When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]
Fanfiction"არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, მინდა რომ კისერზე გაკოცო." (ნათარგმნი)