სახლში მივედი. სულ იმ ბიჭზე ვფიქრობ... ჯიმინზე. ჩემს შეხვეულ ხელს ვუყურებ და მინდა კიდევ შევიგრძნო მისი რბილი ხელები ჩემს კანზე. ის ისეთი თბილი და კეთილია. მინდა სულ მის გვერდით ვიყო მაგრამ ეს შეუძლებელია. მე სახელის მეტი არაფერი ვიცი მის შესახებ. ლამაზის სახელი აქვს, ისეთივე როგორც ის არის. ხვალ უნივერსიტეტში უნდა წავიდე. როგორ ვერ ვიტან მაგრამ საჭიროა რადგან დედას დავპირდი რომ კარგად ვისწავლიდი... ის გარდაიცვალა სიმსივნე ჰქონდა, ოპერაციის დროს კი გული გაუჩერდა. ოჯახი არ მყავს მარტო მე ვარ. მაგრამ მინდა რომ პირობა შევასრულო.
დილით ადრე გამეღვიძა. ავდექი, გავემზადე და საუზმობის გარეშე წავედი უნივერსიტეტში. როცა შევედი მომესმა როგორ ლაპარაკობდნენ ბავშვები რაღაც ცეკვის კონკურსზე. როგორც ჩანს ერთ კვირაში კონკურსი იქნება ჩვენს უნივერსიტეტში. მისვლას არ ვაპირებ არ მიყვარს ბევრი ხალხი. აუდიტორიაში არავინ იყო იმ ბიჭების გარდა ვისთანაც წინა დღისით ვიჩხუბე. არცერთს მოუქცევია ყურადღება ჩემთვის ისევე როგორც მე მათთვის. ლექტორი შემოვიდა და უკან ბავშვები მოჰყვნენ. ლექტორს ვუსენდი და ჩანაზერებს ვაკეთებდი. ლექციის ბოლოს ლექტორმა გვითხრა რომ შეგვეძლო დავსწრებოდით კონკურსს გარდა ამისა მონაწილეობაც შეგვეძლო. მე რათქმაუნდა არ მივიღებ მონაწილეობას. საერთოდაც არა მგონია წავიდე. მაგრამ, რატომღაც მაქვს წასვლის სურვილი. მეც არ ვიცი რატომ მაგრამ მინდა...
ისევ უნივერსიტეტი... ისევ მოწყენილობა... ისევ მარტოობა... ისევ ფიქრები ჯიმინზე...
ერთადერთი ადამიანი რომელიც გვერდით მყავს ეს ჯეიჰოუპია. მე მას ჯეის ვეძახი. ის ძალიან მხიარულია. ხანდახან ზედმეტად ცანცარაა. ნერვებს მიშლის მაგრამ მაინც მიყვარს. მისი ძმა ქორეოგრაფია. თვითონაც უყვარს ცეკვა მაგრამ არ უყვარს შეჯიბრები და კონკურსები.
კარებზე ზარია... ზლაზვნით ვდგები და კარებს ვაღებ. მაშინვე რაღაც მძიმე მეკიდება ყელზე. ეს ვინ იქნება თუ არა ჰობი რომელიც ყოველთვის ზედ მეკიდება და ნერვებს მიშლის, მეუბნება რომ მარტოხელა ვიქნები სამუდამოდ რადგან არავისთან ვვურთიერთობ. ადრე მეც ვეთანხმებოდი გონებაში მაგრამ ახლა მეც არ ვიცი მინდა ჯიმინი ჩემი იყვეს...
YOU ARE READING
Everything Will Pass
Romanceრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕