19 თავი

144 23 16
                                    

-ჯიმინ კარგად ხარ?

-რამე ხომ არ გტკივა?

იუნგიმ და ჯონგუკმა კითხვები მიატარეს ჯიმინს. ჯიმინმა ბედნიერად გაეღიმა და ჩაიცინა მათ მზრუნველობაზე. რა უნდა სჭირდებოდეს ადამიანს იმაზე მეტი ვიდრე გვერდით ისეთი მზრუნველი და საყვარელი ადამიანების ყოლა, როგორებიც მისი მეგობრები არიან.

-არა, არა. კარგად ვარ. ძალიან მომენატრეთ.

-ჩვენც ძალიან მოგვენატრე პატარავ.

იუნგი კიდევ ერთხელ მოეხვია "ძმას", ჯიმინმაც მოჰხვია მისი პატარა ხელები და იუნგის მკლავებში ჩაიკარგა. პალატა ყველამ დატოვა ოთახში მხოლოდ ჯიმინი და იუნგიღა დარჩნენ.
იუნგის უნდოდა ეკითხა თუ რა გაუკეთა ჯიჰუნმა, უნდოდა ეკითხა რამდენ ხანს იყო ჯიმინი იმ ნაბიჭვართან. მაგრამ არ უნდოდა ჯიმინი დაეშინებინა ამ კითხვებით, არ უნდოდა რომ შეეხსენებინა ის თუ როგორ უმოწყალოდ სცემა და დაჭრა პატარა, უცოდველი, უმწეო ბიჭი.

ჩახუტებულებმა დიდი დრო გაატარეს. ჯიმინი ნელა მოსცილდა იუნგის და აცრემლიანებული თვალებით შეხედა მას და გაუღიმა. იუნგიმაც ღიმილოთვე უპასუხა და ფუმფულა ლოყებზე მოეფერა. ჯიმინმა თვალები მინაბა, ეტყობოდა რომ სიამოვნებდა. იუნგიმ ახლა ხელი თმაზე გადაუსვა და თმაზე ეფერებოდა.

-ჰიონ... შენ ხომ ჩემი ჰიონი ხარ? ხომ არ დამტოვებ? ვიცი რომ ძმები არ ვართ მაგრამ მე მართლა მიყვარხარ ჰიონ. შენ ჩემთვის ძმა ხარ...

-ასეთი რამ აღარასოდეს თქვა პატარავ... გაიგე? შენ ყოველთვის ჩემი პატარა საყვარელი ძამიკო იქნები. არ მაინტერესებს თუ ნამდვილი ძმები არ ვართ. და კიდევ... მეც მიყვარხარ პატარა ძამიკოვ.

ჯიმინი ამ სიტყვებმა გააბედნიერა მაგრამ ვინ იცოდა რა ტკივილს გრძნობდა იუნგი ამ სიტყვების წარმოთქმისას.

-იუნგი...

-გისმენ, რამე მოხდა.

იუნგიმ მაშინვე ჯიმინი ხელები დაიკავა და მომლოდინედ შეხედა. ჯიმინისგან წარმოთქმული მისი სახელი აღარ იყო იმდენად გაბედულად ნათქვამი როგორც წინა სიტყვები.

Everything Will PassWhere stories live. Discover now