როცა გავიღვიძე თვალაები ძლივს გავახილე. თვალები ისევ მეხუჭებოდა, ქუთუთოები დამძიმებული მქონდა. ოთახს თვალი მოვავლე, ყველაფერი თეთრი იყო. საავადმყოფოში ვარ. საწლოთან არსებულ ღილაკს დავაჭირე და ექიმს გავაგებინე რომ უკვე გავიღვიძე. რამდენიმე წუთში ექიმი შემოვიდა უკან კი დედა მოჰყვა. მაშინვე მოირგო მზრუნველი დედის როლი და ჩემთან ახლოს მოვიდა, თმაზე ხელი გადამისვა და მკითხა თავს როგორ ვგრძნობდი. ექიმი აქ რომ არ ყოფილიყო კარგად გავიცინებდი. მაგრამ, ახალა ჩვენ ხომ ბედნიერი ოჯახის როლი გვაქვს მორგებული. ექიმმა მითხრა რომ საიცხე მქონდა და გავითიშე და დასვენება მჭირდება. რაც არასდროს მეღირსება ჩემი ოჯახის გამო. დედამ უთხრა რომ კარგად მომხედავდა. ექიმმაც კმაყოფილმა თავი დაუკრა და დედას სთხოვა გაჰყოლოდა და გაწერის საბუთებზე ხელი მოეწერა. დედა ექიმს გაჰყვა. ცოტა მოვდუნდი, ისევ ძილი მინდოდა. რამის ჩამეძინა მაგრამ დედამ როდესაც კარები მიაჯახუნა მაშინვე გამოვფხიზლდი.
-ადექი მივდივართ.
არაფერი მითქვამს ისე ავდექი და ჩაცმა დავიწყე.
-ნუ იფიქრებ რომ შეძლებ დასვენებას. ახლა ნაკლებად დაიღლები მაგრამ რამდენიმე დღეში ორმაგად ივარჯიშებ. გასაგებია?!
-დიახ.
საავადმყოფოდან გამოვედით. მძღოლს ველოდი მაგრამ იუნგი მომხვდა თვალში. მანქანაზე იყო მიყუდებული და ტელეფონში იყურებოდა. დედამ დაუძახა რომ უკვე აქ ვართ. იუნგიმ ამოიხედა. მისი მზერა ჩემთვის უცნობი იყო. მანქნაში ჩავსხედით. მგზავრობისას არავის არფერი უთქვამს. სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში ავედი. წყალი გადავივლე და დავიძინე. თავს დამძიმებულად და მოთენთილად ვგრძნობდი. მაშინვე ღრმა ძილში გადავეშვი. არვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ ვიგრძენი როგორ შემოვიდა ვიღაც ჩემს ოთახში და თმაზე ხელი გადამისვა. ჩავთვალე რომ მომეჩვენა რადგან არავინ არის ამ სახლში ისეთი ვინც ასე მომეფერებოდა.
ESTÁS LEYENDO
Everything Will Pass
Romanceრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕