-ჯონგუკ... გუკ... ჰეი, ჯონ...
ჰობი განუწყვეტლივ რეკავდა ზარს და ხელებს უბრახუნებდა კარებს იქამდე სანამ თმა გაჩეჩილმა ჯონმა არ გაუღო კარები. ჰობი სანამ რამის თქმას მოასწრებდა ჯონი უკვე ჩხუბობდა.
-რა ჯანდაბა გინდა ჰობი აქ. ჯერ ძალიან ადრეა.
-არარის ადრე 9 საათია. ჩემთან ერთად მოდიხარ. შენ ხომ მთხოვე შენთვის ჯიმინი გამეცნო?
ჯონგუკს ჯიმინის სახელის ხსენებაზე სახე გაებადრა. ჰობის წინა კვირას სთხოვა გაეცნო მისთვის ჯიმინი და ახლა როგორც იქნა შეხვდებოდა მას. ჯონგუკმა ჰობი სახლში შემოუშვა თვითონ კი აბაზანში შევარდა და შხაპი მიიღო. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ დიდხანს იძრომიალა გარდერობში რომ ნორმალური ტანსაცმელი აერჩია. არ უნდოდა ჯიმინის პირველივე შეხვედრაზე ცუდი შთაბეჭდილება დარჩენოდა მასზე. სუნამო შეიპკურა ყელზე და მისი საყვარელი ყელსაბამიც არ დარჩენია. ეს კულონი იყო რომელიც დედ-მამასგან დარჩა. მას ყელსაბამის ნახევარი ეკეთა რომელიც მამამისს ეკუთვნოდა, ხოლო მეორე ნაწილი საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული მისი რჩეულისთვის. ორივე სახლიდან გავიდნენ, ღიმილი სახიდან არ შორდებოდათ. ჰობი მართალია ყოველთვის იღიმის და ბედნიერია ამიტომ არცაა გასაკვირი, ჯონგუკი კი აჟიტირებულია. სიარულის დროსაც კი ვერ ისვენებს და ცქმუტავს. ძალაინ უნდა ჯიმინის ნახვა მაგრამ ის აღარ უყურებს შორიდან მას, ჯონს შეუძლია გაიცნოს და დაუახლოვდეს. შენობასთან მალე მივიდნენ ან ჯონგუკმა ვერ გაიგო როდის მოაღწია აქამდე რადგან ფიქრებით იყო გართული. ჰობი პირდპირ ჯიმინის დარბაზისკენ წავიდა. ჯერ არ ჰქონდა ვარჯიში რადგან ჯონგინიც არ იყო მოსული მაგრამ იცოდა რომ ის იქ იქნებოდა. ჯიმინს დრო ყოველთვის ცეკვაში გაჰყავს. მითუმეტეს ახლა თითქმის ერთი კვირაა არ უცეკვია. კონცერტის შემდეგ ქაიმ ურჩია რომ სახლში დარჩენილიყო და კარგად დაესვენა. ჯონი ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებდა გარშემო. რამდენიმე დარბაზი იყო სადაც ბევრი მოსწავლეები იყვნენ ჰობი და ჯონგუკი სულ ბოლო ოთახში შევიდნე. ჯონი გაოცებული იყო აქ ავრობით. ყველგან სარკეები იყო, ყველა კედელზე. დარბაზში ნაზი მუსიკა ისმოდა. ნიჭის სხეული ნაზად ირხეოდა, მუსიკის ყოველ ნოტს შეიგრძნობდა თითოეული უჯრედით. ჰობიც და ჯონიც უყურებდა ბიჭს და ერთს სახეზე ღიმილი მეორეს კი გაოცება ეტყობოდა. ჯიმინი ჯონის გულს რაღაცას მართებდა, ის მას აჩქარებდა და სუნთქვასაც უძნელებდა. ჯიმინი ვერ ამჩნევდა მათ ოთახში ყოფნას. მას ყოველთვის თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე ცეკვავდა. თვალების დახუჭვა მას ადუნებდა და თავს იმაზე უსაფრთხოდ აგრძნობინებდა ვიდრე ხედავდეს რა ხდება. მას ეშინოდა ხალხის რეაქციის. ჯიმინის პატარაობისას ერთ-ერთი გამოსვლის დროს ბავშვმა უთხრა რომ ჯიმინს არ შეეძლო ცეკვა, ჯიმინი ამის გამო ვერ ახერხებდა კონცენტრირებას ის ფიქრობდა რომ არ იყო კარგი მოცეკვავე ამიტომაც მას მოძრაობები დაავიწყდა და დაიბნა. ხალხი დასცინოდა მას. ჯიმინს კი არავინ ყავდა ისეთი ვინც დაიცავდა. დედამისი ძალიან გაბრაზებული იყო მასზე. ის ფიქრობდა რომ ჯიმინმა ხალხის წინაშე შეარცხვინა. მუსიკა დასრულდა. ჯიმინმა ნელა გაახილა თვალები. დაეშვა ამ სამყაროში და დაბრუნდა ისევ სისასტიკეში. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ორი კარებთან მდგომი სხეული რომელიც მას უყურებდნენ. ჰობი შევიდა და გადაეხვია ჯიმინს შემდეგ კი ჯონსაც უხმო მასთან.
YOU ARE READING
Everything Will Pass
Romanceრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕