2 თავი

246 34 17
                                    

უკვე მოსაღამოვდა. თბილი სიო ქრის და ეთამაშება ბიჭის რბილ, გრძელ თმებს თმებს. ისიც ჩაფიქრებული ნელა მიაბიჯებს სანაპიროსკენ.ეს მისი საყვარელი ადგილია აქ თავისუფალია. ახლა მასთან არ არის დედა და არ ეტყვის რა გააკეთოს, არ არის მამა რომელიც ყოველთვის აიგნორებს,  არ არის იუნგი, რომელსაც სძულს ჯიმინი და ყოველთვის ცდილობს დაამციროს. იმედი აქვს ეს ყველაფერი ოდესმე დასრულდება შეძლებს თავისუფლად ყოფნას და გააკეთებს იმას რაც მოსწონს. ამბობენ "ყველაფერი გაივლის". მასაც იმედი აქვს რომ ყველაფერი გაივლის და გათავისუფლდება ამ ყველაფრისგან...

უკვე კარგა ხანს ისეირნა და გადაწყვიტა უკვე დაბრუნებულიყო რათა პრობლემები არ შექმნოდა იმის გამო რომ მან კომენდანტის საათს გადააცილა. მისთვის კომენდანტის საათი 7 ზე იწყებოდა, და რათქმაუნდა თუ გადააცილებდა დედამისი დასჯიდა მას. საათს დახედა 18:27, უკვე აგვიანდებოდა ამიტომაც გადაწყვიტა მოკლე გზით წასულიყო. ამ გზით სულ ბნელ ჩიხებში უნდა ევლო მაგრამ, ის არ იყო მშიშარა.

მშვიდად მიუყვებოდა ჩიხს მანამ სანამ არ შენიშნა ბიტონზე მჯდარი ბიჭი. გახეთქილი ტუჩით და გადატყავებული ხელით, საიდანაც ჯერ კიდებ წვეთავდა სისხლი. ის გამოიყურებოდა საშიშად მაგრამ ჯიმინს არ შეშინებია მისი რადგან მისი თვალები არ იყო საშიში. მასში ბევრ ემოციას ამოიკითხავდით მაგრამ, ისეთს ვერ რაც ოდნავ მაინც შეგაშინებდათ. მას არ შეუმჩნევია ჯიმინი. ის კი აკვირდებოდა მას გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა ამ დროს კი ბიჭმა ადგომა დააპირა მაგრამ უკან დავარდა რადგან მუხლიც სტკიოდა, დახეული შავი ჯინსიდან მოჩანდა ჭრილობა და სისხლი. ეს ჯიმინმაც შეამჩნია.  ჩანთა გახსნა სადაც ყოველთვის ჰქონდა ჭრილობის დასამუშავებელი სითხე და ლეიკო პლასტილი. მას ეს ხშირად სჭირდებოდა რადგანა  დედამ ის ცეკვაზე მიიყვანა ის ყოველთვის აიძულებდა ეცეკვა უფრო მეტი იქამდე სანამ ენერგია სრულიად არ გამოელეოდა და რათქმაუნდა ეს ყველაფერი არც ისე კარგად მოქმედებდა მის სხეულზე ფეხი ბევრჯერ დაუზიანებია და  დაღლილობისგან გულიც წასვლია. ის ბიჭს ნელა მიუახლოვდა...

Everything Will PassTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang