11 თავი

172 31 23
                                    

დღეები მალე გადიოდა, ჯიმინის და იუნგის ურთიერთობა შეიცვალა. ისინი უფრო ხშირად საუბრობდნენ და ეძებდნენ ისეთ რამეს რაც ორივეს მოსწონდა და განიხილავდნენ მას. მათი გემოვნება ბევრ რამეში ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგალითად: საჭმელში, მუსიკაში, წიგნებსა და სხვადასხვა რამეებშიც. იუნაც ამჩნევდა მათ დაახლოებას და იმასაც თუ როგორ უყურებდა იუნგი ჯიმინს. ცდილობდა ხელი შეეშალა ყოველი მათი დიალოგისთვის და ისევ უარყოფითად განეწყო იუნგი ჯიმინის მიმართ.

ჰობი და ჯონგუკი იუნგის და ბიჭებს დაუმეგობრდნენ. ბიჭები ხშირად იკრიბებოდნენ და ხვდებოდნენ ერთმანეთს. დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. ჯიმინი გულში რაღაც უცნაურს გრძნობდა მაგრამ მისთვის სახელის დარქმევა ეშინოდა. ჯონგუკის ყოველი სიტყვა და უბრალო შეხებაც კი ჯიმინს გულს უჩქარებდა და აწითლებდა. ჯონის დასმულ კითხვაზე მისი მისამართით ყოველთვის იბნევა და ენა ებმის.

ჯიმინს სკოლის შემდეგ ვარჯიში ჰქონდა ამიტომაც სკოლიდანვე აპირებდა ქაისთან სტუდიაში წასვლას მაგრამ გაახსენდა რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ ჰქონდა ამიტომ ჯერ სახლში გავლა დადაწყვიტა. სახლის კარი შეაღო თუ არა მაშინვე გაიგონა დედის ხმა რომელიც საკმაოდ ხმამაღალი იყო, რამდენიმე წამში კი მამას ხმაც გაისმა. მათი ჩხუბი ჯიმინს არასდროს გაუგონია. ჯიმინი ფიქრობდა რომ მშობლები იუნგის ეჩხუბებოდნენ მაგრამ ახლა იუნგი წესით ჯერ კიდევ უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო. ჯიმინმა შემოსასვლელი კარები ჩუმად დახურა და თავის ოთახში ავიდა, ტანსაცმელი კარადიდან გამოიღო და ჩანთაში ჩაიდო. კიბეებზე ჩასვლას აპირებდა მაგრამ შეჩერდა. აინტერესებდა იუნგი სახლში იყო თუ არა. იუნგის ოთახისკენ წავიდა და კარებზე დააკაკუნა. კარი არავინ გააღო ამიტომაც კიდევ დააკაკუნა. პასუხი რომ ვერ მიიღო თვითონ შეაღო კარები. იუნგი საწოლზე იწვა, ხელში ლეპტოპი ეჭირა და ყურსასმენებით მუსიკებს უსმენდა თან თავს რითმს აყოლებდა.

Everything Will PassWhere stories live. Discover now