17 თავი

143 27 8
                                    

ჯონგუკი, იუნგი და იუნა მოსაცდელში, ჯიმინის პალატის გვერდითა დერეფანში ისხდნენ და ელოდებოდნენ ახალ ამბავს. იუნგი ნერვიულად დადიოდა მთელს დერეფანში, ვერ ისვენებდა, ადგილზე ცქმუტავდა და ოხრავდა. იუნა სკამზე იჯდა და აქეთ იქით აცეცებდა თვალებს. რამდენიმე წუთში ბიჭებიც მივიდნენ მათთან, ჯონგუკმა დაურეკა თუ არა მაშინვე წამოვიდნენ მათთან, საავდმყოფოში. ყველა აღელვებული იყო, ჯიმინზე ძალიან წუხდნენ. ჯონგუკი ერთ ადგილს აშტერდებოდა. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა გაფითრებული ჯიმინი, აკანკალებული და გალურჯებული ტუჩებით. ვერც კი შენიშნა როდის მოვიდნენ ბიჭები. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა ნამჯუნმა მხარზე ხელი დაარტყა. ნამჯუნი ხვდებოდა რომ ჯონგუკს ჯიმინი მეგობრულად არ უყვარდა. იცოდა რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო მაგრამ ამის ჯიმინისთვის თქმას ვერ ბედავდა. ჩვეულებრივ ის ეტყვოდა რომ უნდა გარისკოს და ჯიმინს გაუმხილოს გრძნობები. მაგრამ... მაგრამ არ ეტყვის. არა იმიტომ რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ეს რთულია. იცის რამდენად უჭირს ჯონგუკს ახლანდელი მდგომარეობაც. მან იცის რამდენად რთულია გრძნობების საკუთარ თავში ჩაკეტვა. ნამჯუნიც ასეა. ის თავის გრძნობებს თავის თავში მარხავს. უკვე რამდენიმე წელია უყვარს ადამიანი რომელიც მას მხოლოდ მეგობრად თვლის. არანაირი ზედმეტი რამ, მხოლოდ მეგობარი.

დაახლოებით ერთ საათში პალატის კარები გაიღო და იქიდან ჯიმინის ექიმი გამოვიდა. ბიჭები ანერვიულებულები მაშინვე მის წინ გაჩნდნენ. მათმა ამ სწრაფმა  ქმედებამ ექიმი შეაშინა.
კაცმა ცხვირზე დასკუპებული სათვალე გაისწორა ლაპარაკი დაიწყო.

-როგორც ჩანს ბატონი პაკი გონზე მოვიდა როცა მასთან არავინ იყო. მისი თავის ქალა ცოტათი დაზიანებულია. მას თავი ჰქონდა გატეხილი. ახლა მას პანიკური შეტევა ჰქონდა. მისი გულის ცემა ძალიან იყო აჩქარებული და სუნთქვაც გახშირებული ჰქონდა. მან გაიხსენა რაც შეემთხვა და შეეშინდა. ახლა გამაყუჩებელი გავუკეთეთ და სძინავს. ერთადერათი რისი თქმაც შემიძლია ის არის რომ მას ეშინია, მან ფსიქიკური ტრავმა მიიღო ამ შემთხვრვით. ეცადეთ მარტო არ დატოვოთ და რიგრიგობით დარჩეთ მასთან. მას ყურადღების გადატანა სჭირდება.

Everything Will PassWhere stories live. Discover now