12 თავი

158 30 13
                                    

ბიჭები ყველგან ეძებდნენ მაგრამ ჯიმინის კვალი არსად ჩანდა. წარმოდგენა არ ჰქონდათ სად უნდა მოეძებნათ, სად უნდა წასულიყო ჯიმინი. ყველა ადგილი ნახეს რაც კი თავში მოუვიდათ, ყველა ადგილი რაცკი ჯიმინს ოდესმე უხსენებია, ყველა ქუჩა რამდენჯერმე მაინც ჰქონდათ დათვალიერებული მაგრამ ის არსად ჩანდა. უკვე ორი დღე იყო გასული რაც ჯიმინი სახლიდან წამოვიდა. ბიჭები დღე და ღამ განუწყვეტლივ აგრძელებდნენ მის ძებნას მაგრამ ის თითქოს მიწამ ჩაყლაპა.

იუნა ისე იქცეოდა თითქოს არ ანაღვლებდა თუ სად იყო ბიჭი. სინამდვილეში ასეც იყო... ის მხოლოდ იმ პირობაზე ღელავდა რომელიც დას მისცა.

Flash back

17 years ago

ახალგაზრდა ლამაზი ქალი საავადმყოფოს საწოლზე წამომჯდარიყი და აცრემლიანებული თვალებით უცქერდა მის პატარა საოცრებას. მედდა ახლოს მიდის პატარა ბიჭთან, საწოლიდან ამოჰყავს და ხელში იკავებს ჩვილს. ნელ-ნელა უახლოვდება ქალს და ბავშვს მკლავებში უწვენს. ქალი ჩვილს ნაზად არწევს საკუთარ მკლავებში, თვალებდან ცრემლები სცვივა რომლებიც შეჩერებას არც აპირებენ. ძალიან ბედნიერია რომ ახლა ის დედაა, მაგრამ გული საშინლად სტკივა, სტკივა რადგან უკვე უწევს მისი პატარას სამუდამოდ დატოვება და წასვლა. ქალი ჩვილს ნაზად უკოცნის ფუმფულა ლოყებს და გულში იკრავს. წარმოდგენა არ აქვს რამდენ ხანს ეჭირა ჩვილი ხელში მაგრამ დაღლილობას უკვე გრძნობდა, ხელები ასტკივდა და აუკანკალდა. ისედაც დასუსტებული სხეული დღითი დღე უფრო უსუსტდებოდა და ვერ იმორჩილებდა. ქალი ნაზად აწვენს მძინარე ჩვილს საწოლზე და საპირფარეშოში გადის სწრაფი ნაბიჯებით. შესვლისთანავე ონკანს უახლოვდება, წყალს უჩვებს და ცდილობს შეაჩეროს სისხილი რომელიც ცხვირიდან სდის. მაგრამ თვითონაც იცის რომ ვერ შეძლებს სისხლის შეჩერებას და ვერც გადარჩენას. ამას ვერც ექიმები ახერხებენ. ყველა ერთი და იგივეს ამბობს...

Everything Will PassDonde viven las historias. Descúbrelo ahora