10 თავი

191 33 15
                                    

დღე ისე იწყება როგორც ყოველთვის. დედა ყვირის რომ საუზმე მზადაა. მადა არ მაქვს მაგრამ კვება მჭირდება, საკმაოდ დავიკელი წონაში კონცერტისთვის მზადების დროს. ზლაზვნით ავდექი თმა თმის რეზინით შევიკარი და კუდი გავიკეთე. ნაცრისფერი მაისური და შავი სპორტული შარვალი ჩავიცვი. ოთახიდან გავედი და კიბეზე ჩაბირბინე. დედას მაგიდა უკვე გაეშალა და ჩვენ გველოდებოდა. ოთახს თვალი მოვავლე, მამა თავის საყვარელ სავარძელში არ იჯდა. როგორც ჩანს სამსახურში უკვე წავიდა. წესით როდესაც მამა ადრე მიდის სამსახურში, ეს ნიშნავს რომ რაღაც ცუდი მოხდა და რა თქმაუნდა სახლში დაბრუნებულმა ჩემზე უნდა იყაროს ჯავრი. ჩემს ოჯახში ყველა ჯოხი ჩემზე ტყდება. ან ყოველ შემთხვევაში ყველა ცუდი ჯოხი. ფიქრებში როგორც ჩანს ღრმად წავედი. იმდენად ღრმად რომ ვერ შევნიშნე როგორ ჩამოვიდა იუნგი ხმამაღალი ლაპარაკით კიბეებზე და ჩემს წინ აიტუზა. დაჟინებით მაშტერდებოდა, მისი ასეთი მზერისგან ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. ვერ ვხვდებოდი რატომ დადგა ჩემს წინ და მიყურებდა ასე. ფიქრებიდან იუნგის ხმამ გამომიყვანა. როგორც ჩანს გზას ვუღობავდი და ამიტომაც მიყურებდა, ელოდებოდა როდის გავეცლებოდი გზიდან. გზა გავუთავისუფლე რომ გავლა შესძლებოდა მე კი ჩემი ადგილისაკენ დავიძარი. დედა სამზარეულოდან გამოვიდა და დავიწყეთ სადილიც. ლაპარაკი იუნგიმ დაიწყო. სიმართლე გითხრათ  გამიკვირდა ის ყოველთვის არიდებს თავს ლაპარაკს. რასაც არ უნდა ეხებოდეს თემა მას უბრალოდ არ სურს საუბარი.

-დედა, დღეს ჩემი მეგობრები მოვლენ, პროექტზე უნდა ვიმუშაოთ ერთად.

-კარგი. რამე თუ დაგჭირდებათ მითხარი. ვახშამი მოგიმზადოთ თუ რამე სხვას შეჭამთ?

-რამეს გამოვიძახებთ.

თქვა იუნგიმ და ჭამა გააგრძელა.

მთელი სადილის განმავლობაში კრინტიც აღარავის აღარ დაუძრავს.

დღეს ცეკვის გაკვეთილები არ მაქვს და გადავწყვიტე უბრალოდ ჰობისთან წავსულიყავი. მინდოდა ცოტა გავრთობილიყავი თორემ
უკვე ისეთი გრძნობა მქონდა რომ მოწყენილობისგან მოვკვდებოდი. დედასაც ვუთხარი რომ სახლიდან გასვლას ვაპირებდი, მან უბრალოდ თავი დამიქნია. დარწმუნებული ვარ დიდად არც აინტერესებდა სად წავიდოდი.

Everything Will PassDonde viven las historias. Descúbrelo ahora