21 თავი

147 20 30
                                    

გზა უხერხული იყო, ვერცერთი ბედავდა ხმის ამოღებას ან რა უნდა ეთქვათ? მგზავრობისას ერთმანეთისთვისაც კი არ შეუხედავთ ორივე გზას აკვირდებოდნენ.

იუნგიმ მანქანა ქაის დარბაზთან გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა და ჰოსოკს მიჰყვა უკან რომელიც უკვე შენობაში შედიოდა.

დარბაზში შესვლისთანავე მათი ყურადღება სახე გაბრწყინებულმა ჯიმინმა მიიბყრო. ახალმისულებმა სკამზე მჯდომ ქაის შეხედეს რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს. ისიც საკმაოდ ბედნიერი ჩანდა.

-რა მოხდა? ასე რამ გაგახარათ?

დასვა კითხვა იუნგიმ და ბიჭებს მომლოდინედ შეხედა. ლაპარაკი ჯიმინმა დაიწყო.

-ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.

ჯიმინი ემოციებს ვერ იკავებდა და ლაპარაკის მაგივრად ყვიროდა.

-იქნებ ჩვენც გვითხრათ და გაგვახაროთ?

-კარგი... ანუ დღეს. არა, არ შემიძლია. ქაი გეტყვით... მე გარეთ გავალ... ჰაერი მჭირდება...

ჯიმინმა ხელი მის მოსაცმელსა და ჩანთას დაავლო და ხტუნვა-ხტუნვით დატოვა შენობა.

-შენ მაინც თქვი რა მოხდა.

უკვე მობეზრებით იკითხა იუნგიმ.

-რა დაა... დღეს კომპანია "Big Hit"- ისგან შემოთავაზება მივიღეთ.

-Big Hit-ი? თქვენ რა ხუმრობთ? ეს ხომ შესანიშნავია. თქვენ ცნობილები გახდებით.

-ეს მართლაც შესანიშნავია ამბავია ჰობი. უნდათ რომ ჯიმინი მათ ახლადშექმნილ ჯგუფს შეუერთდეს და შესაძლოა შემდეგ უფრო ცნობილ და პოპულარულ ჯგუფში გადაიყვანონ. და მე კი...

-და შენ რა? ბოლოდდე თქვი უკვე სათქმელი დავიღალე.

-მე მათი ქორეოგრაფი ვიქნები. მეც მათთან გადავდივარ. ჰობი შემოთავაზება შენც მოგივიდა მაგრამ უარი ვუთხარი. ვიცი რომ ეს არ მოგწონს.

Everything Will PassDove le storie prendono vita. Scoprilo ora