-მამა...
იუნგის ხმა ოთახში ექოდ გაისმა, ანდაც შესაძლოა იუნგის მოეჩვენა ასე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ცა თავზე ჩამოემხა. როგორ შეეძლო მას ასე მოქცეულიყო? როგორ შეეძლო ჯიმინისთვის ასეთი რამე გაეკეთებინა? როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი გულ-ქვა ნაბიჭვარი?
-ი-იუნგი... აქ რას... იუნგი ეს.. მ-მე...
-ხმა ჩაიგდე ნაბიჭვარო! როგორ... როგორ გაბედე?! როგორ შეგიძლია იყვე ასეთი ნაბიჭვარი?! რა დაგიშავა მან?! მე გეტყვი... არაფერი!... არაფერი დაუშავებია იმის გარდა რომ შენ ის მამას გეძახდა!... შენ ამას არ იმსახურებდი!... ახლა კი... ახლა შენ სამუდამოდ გაქრები ჩვენი ცხოვრებიდან!... ციხეში ჩალპები!... იმედი მაქვს შენს სახეს აღარასდროს ვნახავ...
-იუნგი... შენ ჩემი შვილი ხარ!... ამ ნაბიჭვრის გამო მამაშენს დაივიწყებ?... მის გამო საკუთარ მამას ციხეში გაუშვებ?... ის შენი ძმა არცაა... შენ ჩემს მხარეს უნდა იყო და არა მისი! ის არაფერია... შენ ვერ მამჯობინებ მის თავს... უბრალოდ მოვკლათ ის და წავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან! ის არავის სჭირდება! არც ჩვენ გვჭირდება. მის გარეშე ბედნიერები ვიქნებით. მთელი ოჯახი ერთად...
იუნგი ხან მამამისს უყურებდა, ხანაც ჯიმინს, ხან სულაც თავს გაურკვეველი მიმართულებით აქნევდა და თვალებს შეშლილივით აცეცებდა.
-შენ... შენს თავზე... ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს!... არაფრად ღირხარ... ნაგვის ფასიც კი არ ხარ!...
ჩემთვის ჯიმინი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენ. შენ ჩემ თვალში ის ფასი და ნდობა დაკარგე რაც გქონდა. მართალია დიდად არც გრნდობოდი მაგრამ ეს ბოლო იყო!....ჯიჰუნი ზიზღით უყურებდა მის ფეხებთან მწოლიარე ჯიმინს რომელსაც სულ ცოტაღა აკლდა გათიშვამდე. არაფერი ესმოდა რა ხდებოდა მის გარშემო, ვეღარაფერს ხედავდა. მას მხოლოდ გადღაბნილი სხეულების დანახვა შეეძლო მაგრამ არა აღქმა. ის სრულიად გამოთიშული იყო ამ სამყაროდან, მხოლოდ მისი სხეული იყო იქ გონება კი სადღაც სხვაგან.
ESTÁS LEYENDO
Everything Will Pass
Romanceრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕