სამი გასროლა... შენობაში რამოდენიმე წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ადგილოდან არავინ დაძრულა, ერთადერთი მოძრაობა რაც შეინიშნებოდა ის იყო თუ როგორ დავარდა მტვრიან იატაკზე მძიმე სხეული და მტკივნეული ოხვრა ამოუშვა. ასევე პატარა კვნესაც გაისმა მაგრამ მეორე სხეული არც კი გატოკებულა. პირველი გონზე ოფიცერი მოეგო და ჰიჯუნს მიუახლოვდა. იარაღი ხელიდან გამოაცალა და ერთ-ერთ პოლიციელს გადასცა. ნამჯუნი ჯიმინს მიუახლოვდა, ის უგონოს იყო და ბევრი სისხლი სდიოდა. მაშინვე გაიხადა ბრონის ჟილეტი და მაისური რომელიც მის ქვეშიდან ეცვა და ჭრილობაზე დააჭირა. რამოდენიმე წამში ყველა გონზე მოვიდა, ჯიმინისკენ გაიქცნენ და გარშემო შემოსხდნენ. მისი ტუჩები გალურჯებული იყო. ის მკვდარს ჰგავდა სრულიად გაფითრებულიყო მაგრამ სუსტად მფეთქავი არტერია ამტკიცებდა რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მალევე სასწრაფოს სირენების ხმა გაისმა. სხეულები საკაცეებზე დააწვინეს და მანქანებში შესვეს, ხოლო ყველა დანარჩენი უკან გაჰყვნენ მათ ზოგიც კი პოლიციის შენობისკენ დაიძრა.
ბიჭები საავადმყოფოში, საოპერაციოსთან ისხდნენ და უკვე ოთხი საათი ელოდებოდნენ ექიმის გამოსვლას. სიახლეები არა და არ ისმოდა. ყველა გამოთიშული იყო ამ ქვეყნიდან. ჯონგუკი სკამზე იჯდა, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და ოხრავდა. იუნგი კი იატაკზე იჯდა. თავი ხელებში ჩაერგო და ცდილობდა ჯიჰუნის სიტყვები გაფაეხარშა. გვერდით ჰობი კი უჯდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
ერთი საათის შემდეგ საოპერაციოს კარები გაიღო. იქიდან მედდა გამოვიდა მაგრამ ბიჭებისთვის არც კი შეუხედავს ისე გაიქცა დერეფანში. რამოდენიმე წამში მედდა ისევ გამოჩნდა ხელში სისხლის პაკეტები ეჭირა და ჩქარობდა საოპერაციოში შესვლას. ბიჭებმა გზა დაუთმეს და ახლა უფრო მეტად ანერვიულებულები დარჩნენ დერეფანში. უკვე ხუთი საათია იცდიან და არაფერი გაუგიათ არც კარგი და არც ცუდი.
ESTÁS LEYENDO
Everything Will Pass
Romanceრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕