დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს. კი მაგრამ... როდის დავაყენე? მახსოვს რომ დაწოლისთანავე დამეძინა. ალბათ დედამ დააყენა რომ დილით თვითონ არ შეწუხებულიყო ჩემი გაღვიძებით. ავდექი და გავმეზადე. დღეს შაბათია.
ასე რმ მხოლოდ დარბაზში უნდა ვიყვე მთელი დღე.გამზადებული ქვევით ჩავედი, ყველა უკვე სუფრასთან ისხდნენ. დედამ ისევ შემახსენა რომ ბოლომდე დავიხარჯო ამ შეჯიბრისთვის. ამჯერად დედამ უფლება მომცა გამესეირნა და ჩემით მივსულიყავი დარბაზამდე. მამას არც კი შემოუხედავს ჩემთვის, იუნგი კი ისე დაჟინებით მიყურებდა, მეგონა მისი თვალებით შუბლს გამიხვრეტდა.
როცა დარბაზში შევედი ჰობი დამხვდა რომელიც ცეკვავდა. ის გასაოცარია ჩემზე კარგი მოცეკვავეა. მაგრამ, სხვადასხვა სტილი გვაქვს. მე მომწონს მისი სტილი მაგრამ მიწევს ის ვიცეკვო რაც დედას უნდა. მეც მიყვარს ცეკვა მაგრამ მინდა სხვა სტილიც ვცადო რომლოს საშუალებაც ჯერ კიდევ არ მომეცა. ჰობიმ როგორც კი შემამჩნია შეწყვიტა ცეკვა და ჩემსკენ წამოვიდა. ის ძალიან თბილი ადამიანია.
-ჯიმინა, როგორ ხარ?
-კარგად ჰობი, შენ?
-მეც კარგად.
-ქაი არ მოსულა?
-ჯერ არა, მალე მოვა.
-კარგი
-მიდი გახურდი და რა ისწავლეთ მაჩვენე, ძალიან მაინტერესებს...
-კარგი, მაგრამ ჯერ ისეთი არაფერია.
მან უბრალოდ თავი დამიქნია და მომლოდინე თვალებით შემომხედა. მალევე გავხურდი და ჩავრთე მუსიკა.
ვცეკვავ... ძალიან მიყვარს როდესაც ვცეკვავ. მთლიანად ვითიშები და აღარაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ ცეკვის დროს შემიძლია გადმოვცე ის ემოციები რომლებსაც ჩემში ვმალავ.-ძალიან ლამაზია.
მომიახლოვდა ჰობი.
-ჯერ ისეთი არაფერია.
-მართალია, ისეთი არაფერია. მაგრამ არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. გრძნობები!.. ემოციები!.. პატარა საოცრება ხარ!
ŞİMDİ OKUDUĞUN
Everything Will Pass
Romantizmრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕