18 თავი

157 27 31
                                    

ჰობი პალატასთან, სკამზე იჯდა ჩაფიქრებული. ვერ გაიგო როდის მიუახლოვდა ექიმი და მის გვერდით ჩამოჯდა.

-გამარჯობათ. თქვენ... ჰოსოკი ხომ?

-დიახ. გისმენთ ბატონო ლი. რამე მოხდა?

- არა, არა. ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ რაღაცის კითხვა მინდოდა.

-რათქმაუნდა. გისმენთ, რა გაინტერესებთ?

-ბატონი პაკის ისტორიას გადავხედე. იქ ბევრი საინტერესო რამ ვნახე.

-რას გულისხმობთ?

-ბატონი ჯიმინის დედა... ქალბატონი იუნჯე... მის შესახებ ცოტა რამ გავიგე სამედიცინო ისტორიიდან.

-ამას მე რატომ მეუბნებით? ეს მის ოჯახის წევრებს უნდა უთხრათ. მე მხოლოდ მისი მეგობარი ვარ.

-ალბათ იმიტომ რომ თქვენ უფრო გაწონასწორებული ხართ. მე ბატონი იუნგისთვის ვაპირებდი თქმას მაგრამ ის არც ისე კარგად გამოიყურებოდა. ვფიქრობ მოგვიანებით სჯობს მისთვის ამის თქმა.

-კარგით. მაგრამ მაინც... რისის თქმა გსურდათ.

-ბატონი ჯიმინის დედა გულის მწვავე უკმარისობის დაავადებით გარდაიცვალა და ასევე როგორც იცით ფილტვების კიბოთი.

-დიახ. მაგრამ ეს ჯიმინთან რა შუაშია?

-მე მინდა ბატონ ჯიმინს ანალიზები გავუკეთო. ხშირად, გულის უკმარისობა მემკვიდრეობით გადაეცემა ნაყოფს და ვფიქრობ თავის დაზღვევისთვის სჯობს ანალიზები გავუკეთოთ. ხვალ მინდა რომ მის მეურვეებს გავესაუბრო. გთხოვთ უთხრათ რომ ჩემს კაბინეტში შემოვიდნენ. მინდა ყველაფერი დეტალურად მოვუყვე.

-დ-დიახ. ა-აუცილებლად ვეტყვი.

ექიმი სკამიდან წამოდგა. ჰოსოკს დაემშვიდობა და დერეფნის ბოლოში გაუჩინარდა. დატოვა აფორიაქებული ჰოსოკი.

ჰოსოკს ყველაფერი აერია ტვინში. ვერ იაზრებდა ექიმის ნათქვამს. იმედი ჰქონდა რომ ექიმის ნათქვამი უბრალოდ ვარაუდად დარჩებოდა და ჯიმინი კარგად იქნებოდა.

Everything Will PassDonde viven las historias. Descúbrelo ahora