[ფოტო გახსენით ულამაზესიაა👆😍]
დილით ისევ დედის ხმა მაღვიძებს. სადილზე დედამ რეპეტიციებზე მკითხა. თითქოს არ იცოდეს რას ვაკეთებ.
ეს რამდენიმე დღე საშინლად გაიწელა. მთელ დღეებს დარბაზში ვატარებდი. მთელი სხეული დაჭიმული მაქვს, ამდენი ვარჯიშისგან კუნთები მტკივა, მაგრამ ვის ანაღვლებს, უკვე მეც აღარ ვაქცევ ყურადღებას.
ყოველდღე ქაი რაღაც ახალს მასწავლის შემდეგ კი მის დხვეწაზე ვვარჯიშობთ. ის ახლა უფრო ენერგიულია. როგორც ჩანს ჯენისთან უფრო დაახლოვდა რადგან ერთხელ ჯენიმ დარბაზშიც კი მოაკითხა. ჯენი პირადად გავიცანი, ის სინამდვილეში იმაზე ლამაზია ვიდრე ფოტოებსა და ვიდეოებში, ძალიან კეთილი და თბილია.
ხვალ უკვე კონკურსია. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. ძალიან ვნერვიულობ. არა მარტო იმის გამო რომ უნდა გამოვიდე დიდი აუდიტორიის წინაშე, ასევე იმის გამო რომ თუ ვერ გავიმარჯვებ წარმოდგენაც არ მინდა რას გამიკეთებს დედა... დღეს ადრე დავამთავრეთ რეპეტიცია. ქაიმ მითხრა რომ უნდა დამესვენა რომ ხვალ უფრო ენერგიული ვყოფილიყავი.
გათენდა. 8 საათია. გავემზადე და ქვემოთ ჩავედი. დედა საუზმეს ამზადებდა ხოლო მამა გაზეთს კითხულობდა. როგორც ჩანს იუნგის ჯერ კიდევ სძინავს.
მაგიდას შემოვუსხედით. ისევ სიჩუმე. მხოლოდ რამდენიმე წინადადება თქვეს რომელიც, იუნგის შექება და ჩემთვის მითითებების მოცემა იყო. საუზმე მალევე დავამთავრე და ქაისთან წავედი რომ ცოტა კიდევ გვევარჯიშა გამოსვლამდე. ტანსაცმელი ლამაზად დავკეცე რომ არ დაკუჭულიყო. მივედი შენობასთან ის უნივერსიტეტთან ახლოსა. ამ უნივერსიტეტის დათვალიერება ძალიან მინდა მაგრამ ახლა არ შემიძლია. როცა სკოლას დავამთავრებ მინდა რომ ამ უნივერსიტეტში ჩავაბარო. ქაიმ სცენის უკან კულისებში შემიყვანა და მითითებებს მაძლევდა თუ რა როგორ გამეკეთებინა. ყველაფერი უკვე ახსნილი ჰქონდა ჩემთვის მაგრამ ზედმეტი არასდროსაა. ქაის ვკითხე ჰობი მოვიდოდა თუ არა აქ. როგორც ჩანს ჰობი ახლა თავის მეგობართანაა და მოგვიანებით მოვა. თვალები დავხუჭე და კონცენტრაცია მოვიკრიბე. წარმოვიდგინე ჩემი თავი სცენაზე, როგორ ვმოძრაობდი, თითოეულ ილეთს როგორ ვაკეთებდი. მუსიკას მთლიანი სხეულით შევიგრძნობდი. ყურსასმენებში ისევ და ისევ ვუსმენდი მუსიკას რომ ყველა ნოტი უფრო შერწყმოდა ჩემს ტვინსა და გონებას. ქაიმ მითხრა რომ კონკურსი მალე დაიწყება ამიტომ უკვე უნდა მოვემზადო და ჰობიც მალე აქ იქნება. გასახდელში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. მალევე მთელი ჩემი ოჯახიც მოვიდა. ყველა თავის ადგილებს იკავებდა მე კი კულისებში ღრმად ვსუნთქავდი.
ESTÁS LEYENDO
Everything Will Pass
Romanceრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕