უკვე ერთი კვირაა რაც ჯიმინი საავადმყოფოდან გამოწერეს და ყველა ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ყველაფერი კარგადაა. ბიჭები ხშირად მიდიან ჯიმინთან და იუნგისთან სტუმრად, დროს ერთად ატარებენ და მხიარულობენ. ჯიმინი ფსიქოლოგს ყოველ კვირა სტუმრობს, მისი მდგომარეობა ყოველდღე უმჯობესდება. იუნას და ჯიმინს შორის დაძაბულობა იყო ადრე და ახლაც არის. ჯიმინი თავს არიდებს მასთან საუბარს, და არა მხოლოდ საუბარს. იუნასთან ერთად ყოფნისას ის თავს უცნაურად გრძნობდა, თავს დამნაშავედაც კი თვლიდა. ჯიმინი რომ არა, რამდენი რამ იქნებოდა უკეთესად? ჯიმინი რომ არა იუნგის ოჯახი ახლა ერთად იქნებოდა.
ამ დაძაბულობას იუნგიც ამჩნევდა და ცდილობდა განემუხტა მაგრამ თვითონაც არიდებდა თავს დედამისს. იუნას ქცევები მზრუნველად ჩანდა მაგრამ ხომ ყველამ იცოდა რომ ეს მოჩვენებითი იყო? იუნგი დიდხანს ფიქრობდა და საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ჯიმინთან ერთად ბინა ექირავებინა და ამ დაწყევლილი სახლიდან გადასულიყო. ეს სახლი უკვე გულს ურევდა და მამამისს ახსენებდა.
ეს ყველაფერი რათქმაუნდა ჯიმინთან ერთად განიხილა და ისიც დასთანხმდა. მათ ბინის მოძებნა ქალაქის ცენტრში დაიწყეს. უნდოდათ რომ მეგობრებთან ახლო ყოფილიყვნენ და იქ სტუდიაც ყოფილიყი. იუნგიმ ყველას გაუმხილა მისი სიყვარული მუსიკისადმი და რათქმაუნდა ყველა ბედნიერი იყო მის გამო. რომელი მეგობარი არ იქნება ბედნიერი როცა გაიგებს რომ შენი ოცნება ხდება? მართალია მხოლოდ მეგობარი რომელსაც შენი შურს და ცუდს გისურვებს. იუნგიმ სტუდიაში შეიტანა განაცხადი მის მიღებაზე და ჯერ კიდე განიხილავდნენ მის მიღების საკითხს. ეს განხილვა კი უსასრულოდ იწელებოდა. ჯიმინს შეეძლო გაეგრძელებინა სიარული ქაისთან რადგან მისი სტუდიაც იქვე იყო და არ მოუწევდა გზაში რამდენიმე საათის გატარება.იუნგის და ჯიმინის ურთიერთობა ძალიან შეიცვალა. ისინი მართლაც ისე იყვნენ ერთმანეთთან როგორც ძმები. იუნგის გრძნობები შეეცვალა ჯიმინის მიმართ, ისინი გაფერმკრთალდა. სამაგიეროდ ახალი გრძნობები გაუჩნდა ეს ძმური, ოჯახური სიყვარული იყო.
YOU ARE READING
Everything Will Pass
Romanceრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕