ჯიმინს ვუყურებ და არ მჯერა... ის გასაცარია. მაგრამ ახლა იმას ვერ ვიჯერებ რომ ის ჩემს მუსიკაზე ცეკვავს... ძალიან ბედნიერი ვარ. მას მოსწონს ჩემი სიმღერა. ვხედავ როგორ ცეკვავს და გამოაქვს გარეთ ყველანაირი გრძნობა... მაგრამ ყველაზე მეტად ჩანს: ტკივილი. ტკივილი რომელსაც მას აყენებენ, მე კი არაფერს ვაკეთებ იმის მეტს რომ უფრო ვტკენ მას. რატომ ვიქცევი ასე? მეც არ ვიცი, ალბათ მეშინია...
ჯიმინმა ცეკვა დაასრულა. დედა მასთან წავიდა რომ ენახა ჯიმინი. დიდხანს ველოდებოდი მათ, მანამდე კი სხვა მონაწილეებს ვუყურებდი. ყველა მონაწილე აღელვებული ელოდა როდის გამოაცხადებდნენ გამარჯვებულს. ჯიმინმა გაიმარჯვა... მან პირველი ადგილი აიღო... ღმერთო ჩემო ძალიან ბედნიერი ვარ. აუდიტორია დაცარიელდა ხალხი მალევე წავიდა. დედა წიმ მიდიოდა, ჯიმინი უკან მისდევდა კოჭლობით. მე მის უკან მოვდიოდი ვხედავდი მის დალურჯებულ ფეხს როგორ წვალებით და ტკივილით ადგავდა ნაბიჯს. მინდოდა დავხმარებოდი მაგრამ არ შემეძლო...
სახლში მივედით, ხმა არავის არ ამოიღია. სახლში შევედით ჯიმინის ფეხი ახლა უფრო გალურჯებული მეჩვენა. მამა კრესლოში იჯდა, კარების ხმის გაგებისას დედას შეხედა და დაელოდა რას იტყვოდა. დედამ უთხრა ჯიმინის გამარჯვების ამბავი მან კი უბრალოდ "კარგია" თქვა. ტვინში სისხლი მომაწვა. მხოლოდ "კარგია"? მის ფეხს მაინც შეხედონ. რანაირი ადამიანები არიან. როგორ შეუძლიათ საკუთარ შვილს ისე ექცეოდნენ როგორც არაფერს... შევამჩნიე ჯიმინის სახეზე ცრემლი. მან დააკმაყოფილა დედას და მამას სურვილი მის გამარჯვებაზე მაგრამ სანაცვლიდ არაფერი მიუღია გარდა ისევ ტკივილისა. ჯიმინი უხმოდ შეტრიალდა და კიბეზე ავიდა. მეც ჩუმად ავყევი ზემოთ. მისი ოთახის კარი ცოტათი შეღებული იყო ჩუმად შევიხედე. ჯიმინი საწოლზე იჯდა, ფეხსაცმელს ფრთხილად იხდიდა, მის თვალებზე მოსჩანდა ცრემლი რომელიც მის ლოყებზე ნელა ჩამოსრიალდნენ. ეს არ იყო ფიზიკური ტკივილი... მას გული სტკიოდა...
იუნგიმ ჩუმად გამოიხურა კარი და თავის ოთახში შევიდა. ფიქრით დაღლილს მალევე ჩაეძინა.
.....................................................
დედას უკან გავყევი. ჯონგუკი საპირფარეშოში იყო დედამ ვერ დაინახა მაგრამ დარემუნებული ვარ ჯონგუკმა დედაჩემის ლაპარაკი გაიგო. ძალიან მრცხვენია მისი. ალბათ ფიქრობს რომ საცოდავი ვარ რომელიც ვერავის ეწინააღმდეგება და საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია. შესაძლოა ასეცაა...
კულისებში ვართ. წამყვანი სცენაზე დგას გამარჯვებული უნდა გამოაცხადოს. კულისებში დაძაბულობაა, ყველა ძალიან ნერვიულობს. და გამარჯვებულია...
მე?... არც კი მჯერა, ძალიან მიხარია.
იმედი მაქვს ერთ თბილ საქებარ სიტყვას მაინც მივიღებ მშობლებისგან...სახლში წავედით. ფეხი საშინლად მტკიოდა, კოჭლობით მივედი მანქანამდე. გზაში სიჩუმე იყო. როგორც ყოველთვის...
როცა სახლში შევედით მამა კრესლოში იჯდა. კარის ხმა გაიგო და დედას შეხედა. დედას ელოდებოდა რას იტყვოდა ჩემთვის ზედ არც კი შემოუხედავს თითქოს არც ვვარსებობდი. პასუხის მოსმენის ჩემდეგ მან მხოლოდ თქვა "კარგია"... "კარგია"... თუმცა მათ რა ანაღვლებთ... ისინი არ ყოფილან ვინც მთელი დღეები ვარჯიშობდა რომ მათგან საქებარი სიტყვა მაინც მიეღო მაგრამ მხოლოდ "კარგია"...
ვგრძნობ როგორ მიცრემლიანდება თვალები და ჩემს ოთახში ავდივარ. ძლივს ვაღწევ საწოლამდე ჩემი დასიებული ფეხის გამო. ფეხსაცმელს ვიხდი და მძიმედ ვოხრავ. ცოტა ხნით საწოლში ვწვები და ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე რომელსაც აზრი არ აქვს... ყველაფერი გაივლის... ასეა არა?...საწოლიდან ვდგები და აბაზანაში შევდივარ. წყლის გადავლება და მოდუნება ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. რამდენიმე წუთი უბრალოდ წყლის ქვეშ ვდგევარ თვალ დახუჭული. არაფერზე ვფიქრობ, აღარაფერი მაინტერესებს უბრალოდ მინდა ვიყო საკუთარი თავი... მომბეზრდა საკუთარი თავისთვის იმის გამეორება რომ ოდესმე ყველაფერი გაივლის...
სააბაზანოდან გამოვდივარ მხოლოდ საცვალს და მაისურს ვიცმევ და დასაძინებლად ვწვები. აღარ ვგეგმავ ხვალ რას გავაკეთებ. აზრი არ აქვს ჩემი ცხოვრება ერთ-ფეროვანია არანაირი ბედნიერება და მხიარულება. მარტოსული ვარ. ერთადერთი კარგი რამ მხოლოდ ისაა რომ დედამ არ დამსაჯა. ამისთვისაც მადლობელი ვარ. ფიქრებში ჩაძირულს მალე ჩამეძინა...
STAI LEGGENDO
Everything Will Pass
Storie d'amoreრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕