13 თავი

167 31 25
                                    

-ვწუხვარ მაგრამ ახლა მასზე ჯერ არაფრის თქმა არ შეგვიძლია...

-რატომ? ყველაფერი რიგზეა?

-მის ჯანმრთელობაზე ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

-ჯანდაბა! ჯანდაბა!...

ყვიროდა იუნგი და ნერვიულად დადიოდა სააბადმყოფოს მისაღებში. მისი შეუწყვეტელი სიარული და ლანძღვა-გინება ხალხის ყურადღებას იპყრობდა. ბიჭებიც ნერვიულობდნენ და ერთ ადგილას ცქმუტავდნენ. ჯონგუკიც არ იყო იუნგიზე ნაკლებ დღეში. უნდოდა ეჩხუბა, ეყვირა იმ გოგონასთვის რომლის მოვალეობაც ინფორმაციის მიწოდება იყო ის კი არაფერს აკეთებდა და უბრალოდ იჯდა. უნდოდა ერბინა ყოველი სართული, ყოველი პალატა დაეთვალიერებინა და ეპოვა მისი ანგელოზი სრულიად ჯანმრთელი. სინამდვილეში ბიჭებმა ისიც არ იცოდნენ ნამდვილად ჯიმინი იყო თუ არა ეს ბიჭი რომელზეც ამდენს ნერვიულობდნენ. დრო გადიოდა იმ უცნობ ბიჭზე კი ჯერ კიდევ არაფერი ისმოდა. ერთად ერთი რამ რასაც ეუბნებოდნენ ის იყო რომ ჯერ არ ჰქონდათ ინფორმაცია მასზე.

უკვე სამი საათია რაც საავადმყოფოს მისაღებში მოუსვენრად დადიან და ცქმუტავენ. ადგილზე ვერ ჩერდებიან, უკვე შეუძლებელი იყო ამ ადგილას გაჩერება. თეთრი კედლები საშინლად მოქმედებდა მათზე, თითქოს აგიჟებდა. ამხელა საავადმყოფო თითქოს დაპატარავდა, ჰაერი ჩაიხუთა და გითოეული ხმა რომელიც მცირედ ისმოდა იუნგისთვის და ჯონგუკისთვის ხმამაღალ ექოდ ისმოდა. ორივე ფიქრებში იყო ჩაძირული და მათი ფიქრები რათქმაუნდა ისევ და ისევ ჯიმინის გარშემო ტრიალებდა. როგორ უნდათ ექიმი გამოვიდეს და უთხრას "ჯიმინი კარგადაა" ან "შეგეშალათ ეს ბიჭი ჯიმინი არაა". ნებისმიერი რამე უნდა შეიტყონ არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. ახლა რომ ფიქრობენ ისიც კი არ იციან რამდენი წლისაა ბიჭი, როგორ გამოიყურება, თმის ფერი, შესაძლოა საერთოდაც შავკანიანია. მასზე არაფერი იციან, სრულებით არაფერი. რატომ ჩათვალეს საერთოდ რომ ეს ბიჭი ჯიმინია? ალბათ იმიტომ რომ ის უკვე სამი დღეა არსად ჩანს. თეჰიონი, ჯინი და ჰობი კაფეტერიაში ჩავიდნენ ყავის საყიდლად. არ იციან კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ლოდინი, ყველა დაღლილია და ეძინება, ყავა კი ახლა საუკეთესო საშუალებაა გამოსაფხიზლებლად და მცირედი ძალის აღდგენისთვისაც. ბიჭები მისაღებში ბრუნდებიან და ყავას ბიჭებს უნაწილებენ როცა მათთან ჭაღარა კაცი მიდის თეთრი ხალათით. ბიჭები ფეხზე დგებიან კაცის დანახვისთანავე და მომლოდინე თვალებით მისჩერებიან.

Everything Will PassDonde viven las historias. Descúbrelo ahora