14 თავი

172 30 27
                                    

-ჰ-ჰიონ...

გაისმა ჯიმინის აკანკალებული ხმა, თან ისმოდა ჩუმი სრუტუნი როგორც ჩანს ბიჭი ტიროდა.

-ჯიმინ... ჯიმინ სად ხარ? მითხარი და ახლავე მოვალ. კარგად ხარ? ხმას რაგომ არ იღებ?

-ჰ-ჰიონ მ-მე არ ვიცი სად ვარ... აქ ხეებია... ბევრი ხეები... აქ არაფერია... წამიყვანე ჰიონ მეშინია...

ტირილი დაიწყო ჯიმინმა. იუნგიც ტიროდა. ტანსაცმელს გზადაგზა იცმევდა და თან ტელეფონზე ჯიმინის ტირილის ხმას უსმენდა.

-ჯიმინ ტელეფონი არ გათიშო კარგი? მალე გიპოვი და ჩემთან იქნები. პირობას გაძლევ დაგიცავ პატარავ და აღარ დაგტოვებ მარტოს არასდროს.

-ჰიონ დამეხმარე... არ მინდა აქ... მეშინია...

იუნგი მანქანას მთელი სისწრაფით მართავდა მაგრამ ეს არ აინტერესებდა. ბიჭებსაც შეატყობინა რომ ჯიმინმა დარეკა და ისინიც პოლიციის განყოფილებაში მოდიან უკვე. იუნგი მანქანას განყოფილებასთან აჩერებს და შენობაში შერბის. იუნგის დანახვისთანავე გამომძიებელი რომელიც ჯიმინს ეძებდა იუნგისთან მივიდა. იუნგი ჯიმინთან ლაპარაკს არ წყვეტდა. ცდილობდა ჯიმინი დაემშვიდებინა რადგან ტელეფონშიც კარგად ისმოდა ბიჭის არეული, არათანაბარი სუნთქვა.

ცოტახანში ახალგაზრდა ბიჭები სირბილით შედიან განყოფილებაში და თვალებს აქეთ იქით აცეცებენ რომ როგორმე ნაცნობი სხეული იპოვონ. ნამჯუნი იუნგის ხედავს და ბიჭებთან ერთად სწრაფად უახლოვდება მას. იუნგი ტელეფონზე ლაპარაკობს და თან გამომძიებელს ანიშნებს რაღაცეებს.

-რამოხდა? რამე ახალია?

აღელვებული კითხულობს ჯონგუკი.

-ჯიმინია.

ამბობს იუნგი და ტელეფონზე ანიშნებს. ბიჭებს გაკვირვებისაგან და ბედნიერებისგან თვალები უფართოვდებათ. ახლა ის მაინც იციან რომ ცოცხალია და კარგად არის. ჯონგუკი იუნგის ტელეფონს ართმევს და თვითონ ელაპარაკება ჯიმინს, იუნგი კი გამომძიებელს მიჰყვება რომ ადგილმდებარეობა დაადგინონ.

Everything Will PassWhere stories live. Discover now