Jimin pov:
გამარჯობა, მე პაკ ჯიმინი ვარ 17 წლის ვცხოვრობ ბუსანში... ან შესაძლოა ითქვას უკვე სეულში, მე და ჩემი ოჯახი ახლახანს გადმოვედით ამ ქალაქში საცხოვრებლად. მამაჩემის სამსახურის გამო რამდენჯერმე გამოვიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი მაგრამ ზოგიერთი რამ უცვლელი რჩებოდა გაინტერესებთ რა არის ეს? აუცილებლად მოგიყვებით...
-ჯიმინ!(იუნა)
-გისმენ დედა(ჯიმინი)
-საჭმელი მზადაა(იუნა)
-ახლავე(ჯიმინი)
-შენი ძმაც გააღვიძე და ჩამოდით(იუნა)
გამოვედი ჩემი ოთახიდან. ჩემი ოთახის კარის მოპირდაპირე კარზე დავაკაკუნე.ეს ჩემი ძმის ოთახია...
-შემოდით(იუნგი)
კარები გავაღე. ჩემი დანახვისას თვალები აატრიალა.თქვენც მიხვდებოდით, დიდად გულზე არ ვეხატები.
-დედა საჭმელად გვეძახის(ჯიმინი)
-კარგი(იუნგი)
მხოლოდ ეს თქვა და ამრეზით შემომხედა. მივხვდი რომ უკვე უნდა გავსულიყავი.
ჩავედი კიბეზე ყურადღება არავის მოუქცევია ჩემთვის. ცოტა მეწყინა კიდეც, მაგრამ რას ველოდი ყველაფერი ისე როგორც ყოველთვის. იუნგიც ჩამოვიდა რათქმაუნდა მათი სანაქებო ვაჟი... ის ხომ მათი სიამაყეა... მე კი არც კი ვიცი რა ვარ მათ თვალში. ჩემი ფიქრები დედის ხმამ გაფანტა.
-დასხედით(იუნა)
ყველა სუფრას მივუსხედით. ჩუმად ვსადილობდით სანამ სიწყნარე მამამ არ დაარღვია:
-იუნგი, შენ კარგი ნიშნები გყავს თუ ასე გააგრძელებ ბევრს შეძლებ მომავალში. (ჯიჰუნი)
-მადლობა მამა (იუნგი)
იუნგიმ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. მე კი არაფერი მერგო, არანაირი საქებარი სიტყვა... არავინ მაქებს იმის გამო რომ კლასში ყველაზე კარგი მოსწავლე ვარ. მე ამას შევეჩვიე კიდევაც და დიდათ აღარ მანაღვლებს მაგრამ რა იქნება ერთხელ მაინც თუ შემაქებენ?... ჰაჰ, ნამდვილად არ ვიცი, რადგან ეს არასდროს მომხდარა.
STAI LEGGENDO
Everything Will Pass
Storie d'amoreრას შეუძლია ცხოვრების სრულიად შეცვლა?... სიყვარულს!!! მაგრამ როგორ შეცვლის ის ცხოვრებას?... უკეთესობისკენ?... უარესობისკენ?... ჩემი პირველი ფიკია😊 იმედი მაქვს საინტერესო იქნება💕