3. Estúpido

429 53 40
                                        

თითქმის ოც წუთზე მეტია იუნგი თეჰიონის კაბინეტში დგას გაშეშებული, ფეხით იატაკზე რვიანებს ხაზავს და ცდილობს ყველანაირად აარიდოს მზერა ალფას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იუნგის მიერ მიცემულ ქაღალდებს უყურებს.

- აბა, კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე?- ხელებს აბაკუნებს მაგიდაზე და ომეგას აჩერდება.

- თუ გინდა ვიყოთ,- მხრებს იჩეჩს და ტუჩებს კუმავს.

- აქ რას აკეთებ?

- სამსახურის გამო მოვედი,- ბუზღუნებს ომეგა,- ამ სამსახურის დაკარგვა არ მინდა.

- კარგი ერთი,- ეცინება თეჰიონს,- კიდევ რა გინდა?

- ბევრი რამ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ეს იყოს,- ენას არ აჩუმებს ომეგა.

- უკვე აიყვანა ჰოსოკმა კადრი, ასე რომ, შენ არაფერში გვჭირდები. ეს რა სცენები მოაწყვე?- წარბებს კრავს თეჰიონი,- თანაც შენ არ იყავი რამდენიმე დღის წინ რომ მიწასთან გამასწორე?

- ნუ ეგ წარსულია, მოდი წარსულს ნუ გავიხსენებთ,- იკრიჭება და მაგიდას უახლოვდება,- გთხოვთ, იქნებ ამიყვანოთ სამსახურში? გეფიცებით ყველაფერს შევასრულებ.

- არა, არა,- თავს აქნევს ყალბი ღიმილით თეჰიონი,- შენი სახის ყურება ნამდვილად არ მინდა, მითუმეტეს ხმის გაგონება.

- რა გავაკეთო, რომ ამიყვანოთ?- მუხლებზე ემხობა იუნგი და ტონს უწევს, ისეთი ხმით მოთქვამს, თითქოს ტირისო,- გემუდარებით, ნუ დამტოვებთ უფულოდ.

თეჰიონი მხოლოდ თვალებს ატრიალებს და უკვე ტელეფონსაც კი იღებს დაცვის გამოსაძახებლად.

- ვფიცავ, ათასჯერ შეგივარდები მანქანაში და ათასჯერვე გიჩივლებ თუ სამსახურში არ ამიყვან,- ისმის იუნგის ხმა, რაზეც თეჰიონი უაზროდ იწყებს სიცილს,- რატომ იცინი?

- იცი რა,- სულს ძლივს ითქვამს ალფა,- არა. ჩემი არა, არას ნიშნავს და არ ვამბობ იმ არას, რომელიც ომეგების ენაზე კის ნიშნავს, ასე რომ, წადი.

El Mismo SolWhere stories live. Discover now