თეჰიონი კაბინეტში შედის, იუნგიც უკან მიჰყვება და თავის მაგიდასთან ხმაურიანად იკავებს ადგილს. ალფას არ შეუძლია წარმოიდგინოს თუ როგორ შეუძლია ადამიანს ამდენად ხმაურიანი იყოს, ენერგიული და კიდევ ათასი რამ. თეჰიონს უბრალოდ ტვინში ასხამს მისი სუნთქვაც კი.
- დღეს რას ვაპირებთ?- კითხულობს ხმადაბლა იუნგი, რის გამოც თეჰიონის ყურადღებას იქცევს.
- რას ვაპირებთ? ეგ შენ უნდა მითხრა,- ტუჩის კუთხეს ტეხავს ალფა.
- როგორც გავიგე გადაღებებთან დაკავშირებით უნდა ახვიდეთ ხვალ აგარაკზე, დღეს კი რამდენიმე შეხვედრა გაქვთ პირველზე, შემდეგ ოთხზე და ექვსზე. სულ ეს არის,- მხრებს იჩეჩს იუნგი და დაკვირვებით ათვალიერებს ეკრანს.
- გასაგებია, დარწმუნდი, რომ ყველაფერი რიგზე იქნება,- საუბარი დასრულებული არ აქვს, რომ კარები იღება და ჯიმინი შემოდის. ჯერ იუნგის უღიმის, შემდეგ კი პირდაპირ თეჰიონის მაგიდის წინ იკავებს ადგილს,- რა ხდება? რა გახარებული ხარ.
- მამა ჩამოდის,- ტაშს უკრავს ჯიმინი,- გცალია დღეს რომ წავიდეთ და ერთად დავხვდეთ?
- დღეს არა,- ოხრავს თეჰიონი,- არანაირად.
- ერთად რატომ უნდა წავიდნენ,- ჩურჩულებს თავისთვის იუნგი,- მარტო ვერ დახვდება? თუ სახლის გზას ვერ გააგნებს?
- რამე თქვი?- კითხულობს ჯიმინი და იუნგის უბრუნდება.
- მე?- უეცრად იღებს ხმას მინიც,- არაფერი?
- მომეჩვენა, რომ რაღაც თქვი,- ბუტბუტებს ჯიმინი და ფეხზე დგება,- კარგი, გავალ მაშინ, თუ მოიცლი შემეხმიანე.
თეჰიონი უპასუხოდ ტოვებს და იუნგის უბრუნდება, რომელიც რაღაცას ჯღაპნის ფურცელზე.
- ადექი, მივდივართ,- ტელეფონს ხელს ავლებს და მის მაგიდასთან ჩნდება წამებში.
- სად?- წარბებს კრავს იუნგი.
- სადილზე შეხვედრა მაქვს.
YOU ARE READING
El Mismo Sol
Action- დღეს რა განრიგია?- ისმის მისი ხმა და იუნგი ისევ იბნევა. - მე მეუბნებით?- უთითებს საკუთარ თავზე. - აბა სხვა ვინმეს ხედავ ოთახში?- წარბებს კრავს ალფა და აშკარად შეინიშნება გაღიზიანების ნოტები მის ხმაში. - რავიცი... იქნებ მანეკენი,- ლუღლუღებს იუნგი...