16. es el otra vez

428 53 17
                                        

- გამიშვი ხელი, გამიშვი - მეთქი,- ღრიალებს ჯონგუკი და ჰოსოკს ხელს ჰკრავს, მთელი ეს დრო უკან რომ დაჰყვებოდა,- რა ჯანდაბას აკეთებ, მაცადო იქნებ.

- მეგონა გეშინოდა,- ბუზღუნებს საწყალი სახით და დივანზე იკუნტება,- ზოგადად ომეგებს ეშინიათ და..

- ობობის?- ხარხარებს ჯონგუკი,- წადი შენი...

ფეხსაცმელს უბაკუნებს იატაკზე იმ ადგილს, სადაც საწყალი მწერი ზის და ამრეზით უყურებს ჰოსოკს.

- შენ თუ გეშინოდა, პირდაპირ უნდა გეთქვა,- ტუჩსს ღრეცს და გვერდით უჯდება. ათ წუთიანი სიჩუმის შემდეგ, ჯონგუკი ხვდება, რომ ალფა გაბრაზებულია. ჰოსოკი ასე დიდხანს არასდროს ჩუმდება ხოლმე თუ რამე არ სწყინს. თვალს აპარებს მისკენ, ბალიშზე ჩამოედო თავი და რაღაცას აშტერდებოდა,- ჰოსოკ.

პასუხი არ არის.

- ჰოსოკ,- ეძახის კვლავ და მისკენ მიხოხავს,- ჰოსი.

ჯონგუკმა იცის როგორ უნდა მოულბოს გული გაბრაზებულ ალფას. ლამის ზემოდან აწვება ხელებს ლოყებზე ალაგებს, აიძულებს სახეში შეხედოს.

- ჩემზე გაბრაზებული ხარ?- თითქოს პასუხი არ იცოდეს.

- გამიშვი,- ძლივს ამოთქვამს ჰოსოკი.

- კიდევ?- გამობზეკილ ტუჩებზე ჰკოცნის.

- კიდევ ქენი,- წინ წევს, რაზეც მწარე დარტყმას იღებს ტუჩებზე,- კარგი, მეტკინა.

ზმუის ხმადაბლა და უკან იხევს.

- ანუ შემირგდი.

- თუ ჩემი შეყვარებული იქნები,- წარბებს ათამაშებს და ტუჩის კუთხეს ტეხავს.

- ლამისაა მიხმარო, რა დროს შეყვარებულობაა?- ხარხარებს ჯონგუკი,- ზედმეტად არალოგიკური კითხვა იყო.

- აქამდე არ მიკითხავს და მე მართლა მაინტერესებს პასუხი!

- ნუ,- აპაუზებს ომეგა,- ვიფიქრებ.

- ლამისაა გიხმარო და ახლა იფიქრებ?- აყრანტალებს უცებ, რაზეც წამიერი სიჩუმე ისადგურევს ოთახში, ჰოსოკი ელოდება ახლა რომ ბალიშების წვიმა წამოვა, მისდა საბედნიეროდ ჯონგუკი ფხუკუნს იწყებს.

El Mismo SolDonde viven las historias. Descúbrelo ahora