თეჰიონი ფიქრობს, რომ იუნგის მძღოლის როლის შეთავსებაც არ გაუჭირდება, ამიტომაც საჭესთან სვამს. ომეგა ლამის ოცით მიდის მაგისტრალზე, თეჰიონს ცოტაც და ტვინში სისხლი აასხამს.
- ასე როდემდე აპირებ სიარულს?- კითხულობს უკვე გაღიზიანებული.
- ბატონო?- თავს აბრუნებს იუნგი მისკენ,- რამე მითხარით?
- იუნგი, მაგისტრალზე, სადაც არანაკლებ ოთხმოცით უნდა მიდიოდე, ორმოცით მიდიხარ,- ტონს უწევს ალფა,- კუც კი გაგასწრებს.
- ბატონო, საშიშია აქ სწრაფად სიარული. არ მინდა თათბირამდე საკაცით მიგიტანონ,- თეჰიონი კბილებს ერთმანეთს აჭერს.
- გააჩერე სადმე.
- უკაცრავად?
- გააჩერე - მეთქი,- ტონს უწევს თეჰიონი და იუნგიც უცებ ამუხრუჭებს, რის გამოც ლამის თავით გააქვს საქარე მინა,- იდიოტი.
სისინებს და მანქანიდან გადადის.
- გადმოდი,- მკაცრი ტონით ეუბნება.
- რატომ? არ მინდა.
- რა პასუხია? გითხარი გადმოდი - მეთქი, ანუ უნდა გადმოხვიდე,- თეჰიონს მოთმინების ფიალა ევსება, საათზე იხედება ყოველ წუთს.
- ბატონო თეჰიონ, იქნებ...
- გადადი მგზავრის ადგილას,- რადგან იუნგი არ გადმოდის, თავად ჰკრავს ხელს და მგზავრის ადგილას აიძულებს გადასვლას,- ეს არის შენი ყველაფერს შევასრულებ ოღონდ სამუშაოს ნუ დამაკარგვინებ? გინდა ახლავე გაგაგდო?
- რატომ უნდა გამაგდოთ?- წარბებს კრავს იუნგი.
- უყურე ერთი, კიდევ რომ კითხულობს,- გაზს უმატებს ალფა და რესტორანში მისვლმდე ხმას არ იღებს. იუნგი ჩუმად ზის, პლანშეტს აწვალებს, გეგმას ადგენს თეჰიონისას. ალფას წკაპუნის ხმა აწუხებს, მაგრამ, რადგან იუნგი ჩუმადაა თანახმაა აწკაპუნოს, ოღონდ ხმა არ ამოიღოს,- ჩუმად იჯდები, სანამ მე საუბარს არ დავასრულებ.
أنت تقرأ
El Mismo Sol
حركة (أكشن)- დღეს რა განრიგია?- ისმის მისი ხმა და იუნგი ისევ იბნევა. - მე მეუბნებით?- უთითებს საკუთარ თავზე. - აბა სხვა ვინმეს ხედავ ოთახში?- წარბებს კრავს ალფა და აშკარად შეინიშნება გაღიზიანების ნოტები მის ხმაში. - რავიცი... იქნებ მანეკენი,- ლუღლუღებს იუნგი...