ჯონგუკი საწოლზე წამოგორებულა და მეზობელს უყურებს, რომელიც მთელი ამბებით ემზადება წასასვლელად, ტანსაცმელებს ერთი მეორის მიყოლებით იცვამს.
- ნუ ჩემთვის რომ ეგრე ეთქვა, დავრჩებოდი,- იკრიჭება და ბალიშს იხუტებს,- შენი უფროსი ძალიან სიმპატიურია.
- შეეშვი ჩემს უფროსს,- ჩანთას იღებს ხელში,- რატომ უნდა დავრჩენილიყავი? ისევ საქმეს გამაკეთებინებდა, მე კიდე დავასრულე ჩემი სამუშაო!
- რატომღაც მგონია, რომ სხვა რაღაც მოხდება,- წარბებს ათამაშებს ომეგა,- მგონი არ მოსწონს ის ფოტოგრაფი.
- მივდივარ,- სახლიდან გადის და კარებსაც ძლიერად იკეტავს. ჯონგუკი ტელეფონს იმარჯვებს და მაშინვე ჰოსოკთან აგზავნის შეტყობინებას, ალფა კი პირდაპირ თეჰიონს აფეთებს სახეში ტელეფონს.
- ხომ გითხარი მაინც წავა - მეთქი, რომ არ დამიჯერე,- ამტკიცებს თავის სიმართლეს,- ადექი ახლა და სდიე უკან.
- რატომ უნდა ვსდიო, რა გინდა, ჰოსოკ, დამანებე თავი,- ბუზღუნებს თეჰიონი, რადგან იუნგის წასვლის შემდეგ, მთელი ამ დროის განმავლობაში ტვინს უჭამს,- შემეშვი და გადი აქედან.
- ნუ რა გინდა მითხრა, რომ იმ ფოტოგრაფთან გაუშვებ მას ასე მარტივად? იქნებ მოეწონოს იუნგის და ერთად იყვნენ, მალე ქორწილის მოსაწვევი მოგივა, თუ გიკადრეს საერთოდ და ბოლოს ალბათ გთხოვენ ჩვენი შვილის ნათლია იყავიო,- წიკვინებს უკვე.
- ჰოსოკ,- ღრმად ოხრავს თეჰიონი,- მოშორდი.
- მივდივარ ჩემს სიყვარულთან,- ფეხზე დგება და კოსტუმს ისწორებს,- თუ გინდა, რომ დავქორწინდებით ჩვენი შვილების ნათლიაც იყავი.
ჰოსოკი უკვე სირბილით გადის, რადგან ხედავს როგორ მიფრინავს მისკენ კალმების შეკვრა.
- იდიოტი,- ლუღლუღებს ხმადაბლა და ლეპტოპს აჩერდება, მაგრამ ვერაფერს უდებს გულს, ვერცერთ ხელშეკრულებას. ბოლოს რომ ვეღარ ძლებს, ინსტაგრამზე შედის და იუნგის გვერდს ათვალიერებს, რომელსაც მოესწრო უკვე რამდენიმე ფოტოს დადება, მათ შორის დანგუსთან ერთადაც კი. თეჰიონი სახეზე იფარებს ხელებს, არ იცის რატომ, მაგრამ ძალიან აღიზიანებს ყოველივე. დიდი სიამოვნებით გაუერთიანებდა თავ - ყბას დანგუს, მაგრამ ჩერდება.
YOU ARE READING
El Mismo Sol
Action- დღეს რა განრიგია?- ისმის მისი ხმა და იუნგი ისევ იბნევა. - მე მეუბნებით?- უთითებს საკუთარ თავზე. - აბა სხვა ვინმეს ხედავ ოთახში?- წარბებს კრავს ალფა და აშკარად შეინიშნება გაღიზიანების ნოტები მის ხმაში. - რავიცი... იქნებ მანეკენი,- ლუღლუღებს იუნგი...